"უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რუსეთი ახორციელებს ღია აგრესიას, ეს სახეზეა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. რუსეთისგან იყო მცდელობა, რომ ჰუმანიტარული მისიის სახელით დიდი რაოდენონით ჯავშანტექნიკა შეეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ამის აღკვეთა მოხერხდა. უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მხარდაჭერა გამოხატოს. ჩვენი ინიციატივაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებიდან, განსაკუთრებით დონეცკიდან და ლუგანსკიდან ევაკუირებული ბავშვები ჩამოიყვანოს საქართველოში. შესაძლებელია, თუნდაც რამდენიმე ასეული ბავშვის ჩამოყვანა მოხდეს საქართველოში გარკვეული ხნით. ამის გაკეთება შესაძლებელია საზაფხულო ბანაკების ფორმითაც. ეს იქნება წმინდად ჰუმანიტარული ხასიათის აქცია. ეს იქნება მნიშვნელოვანი ჟესტი. ამას არ დასჭირდება დიდი თანხები ბიუჯეტიდან. ერთადერთი, რაც ამას სჭირდება, არის ხელისუფლების პოლიტიკური ნება", ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, რომლის გასაჟღერებლად პარლამენტარმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ამ ფორმით მიმართა.
Palimfsesti.ge: მხოლოდ ბავშვები არა, ერთ-ერთი მშობელიც თან უნდა ახლდეს ბავშვს... სხვა შემთხვევაში, სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით! ომგამოვლილი ბავშვი ფაქიზია და უცხო გარემოში ოჯახზე დარდით დაიტანჯება! ამ ინიციატივას ჩვენი ომგამოვლილი საზოგადოება აუცილებლად დაუჭერს მხარს!