ვინ "აბანძებს" საქართველოს?!

ვინ "აბანძებს" საქართველოს?!

13.08.2014

ნიკა რურუა: დღევანდელ ხელისუფლებას სრული უფლება აქვს არ უყვარდეს, ან ძალიან არ უყვარდეს, ან სულაც სძულდეს მიხეილ სააკაშვილი ანდაც ეშინოდეს მისი. აი, რისი უფლებაც ცალსახად არა აქვს ხელისუფლებას არის ის, რომ მან ამ სიძულვილს და ნებისმიერ ნეგატიურ ემოციებს, რომელსაც წინა პრეზიდენტის მიმართ განიცდის, გადააყოლოს ქვეყნისა და სახელმწიფოს გრძელვადიანი და სტრატეგიული ინტერესები.

მასზე გამოცხადებული სისხლის სამართლებრივი დევნა პირადად სააკაშვილისთვის კარგია, რადგან ამგვარი რამ მას დევნილ (და შესაბამისად დასავლეთის მიერ დასაცავ) პოლიტიკოსად აქცევს; სამაგიეროდ იგივე რამ ძალიან ცუდია საქართველოსთვის, რადგან დემოკრატიულად წასული პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა საქართველოს მთელი თავისუფალი სამყაროს თვალში არაკეთილგონიერ, დასაცინ, არადემოკრატიულ - რაღაც ტიპის ჯამახირიის - მაგვარ ქვეყანად წარმოადგენს.

მარტივად რომ ვთქვად - უნდათ სააკაშვილის "გაბანძება" (რაც წარუმატებლობით მთავრდება); სამაგიეროდ წარმატებულად "აბანძებენ" ქვეყანას მთელი მსოფლიოს თვალში.

რატომ არ ესმით ეს ელემენტარული რამ, ეს ხომ ძალზე მარტივი გასაგებია?!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge