ოტო ფონ ბისმარკი-გერმანიის გამაერთიანებელი და პოლიტიკური ხრიკების ოსტატი…
გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი. წარმოშობით პომერანელი იუნკერი. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1847 წელს. 1848 რევოლუციის პერიოდში, როგორც ულტრამონარქისტი, ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ხალხის მასების დემოკრატიული მოძრაობა, იბრძოდა გერმანიის "ქვემოდან" გაერთიანების წინააღმდეგ. 1851-1859 წლებში პრუსიის წარმომადგენელი იყო გერმანიის კავშირის ბუნდესტაგში მაინის ფრანკფურტში. 1859-1862 წლებში პრუსიის ელჩი ჯერ პეტერბურგში, შემდეგ პარიზში.
20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად შეუზღუდავად მართავდა გერმანიას.
ოტო ფონ ბისმარკის ერთადერთი ძეგლი, სადაც იგი ცხენზე ამხედრებულად არის გამოჭედილი, მდებარეობს ქალაქ ბრემენში. იმის გამო, რომ ბისმარკი არ იყო სამეფო გვარის, მისი ამხედრებული გამოჭედვა ეტიკეტის დარღვევა იყო. როდესაც გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II ჩავიდა ბრემენში და ეს ძეგლი დაინახა, იგი ძალზედ განრისხდა და ბრემენში აღარასოდეს დაბრუნებულა.
ბისმარკის გამონათქვამები:
1." მნიშვნელოვანი საკითხები არა გამოსვლებითა და რევოლუციებით, არამედ რკინით და სისხლით გადაწყდება"
2." ხელისუფლებამ არ უნდა იყოყმანოს. როდესაც აირჩევს გზას, უნდა იაროს ბოლომდე წინ, მარცხნივ და მარჯვნივ გახედვის გარეშე."
3." კარგ ჩინოვნიკებს თავისუფლად შეუძლიათ ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკი არ ვარგა, მას საუკეთესო კანონებიც კი ვერ უშველის."
4." ის ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი კარისკაცის თვალებში, კარგად დაფიქრდება, სანამ მს დაიწყებს."
5." პოლიტიკა ხელოვნებაა და არა ზუსტი მეცნიერება."
6."არასდროს იტყუებიან იმდენს, რამდენსაც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნებამდე."
7."როდესაც გსურს გააბრიყვო მთელი მსოფლიო, ილაპარაკე სიმართლე."
8."მე თვით ბუნებამ განმისაზღვრა დიპლომატობა. მე ხომ პირველ აპრილს დავიბადე."
9."ჩვენ ყველა ერთად ვართ ერი, მათ შორის მთავრობაც."
10."მთავარია გერმანია ცხენის უნაგირზე შევსვათ, გაჭენებას თავისით შეძლებს."