რა არის საპატიო კონსული?
ქართველი ბიზნესმენი ( ერთი-ორი უცხოელიცაა გამორეული), რომელმაც იჩალიჩა უცხო ქვეყნის (როგორც წესი, ეგზოტიკური) მთავრობაში რაღაც სტატუსი( ალბათ, არც თუ უანგაროდ), რომელიც უფლებას აძლევს ჰქონდეს პრივილეგიები საქართველოში: იაროს დიპლომატიური წითელი ნომრებით და არღვიოს მოძრაობის წესები ჯარიმის გადახდის გარეშე, მიიღოს ზოგიერთი სახის საგადასახადო შეღავათი და სარგებლობდეს ხელშეუხებლობის იმუნიტეტით. ამის სანაცვლოდ რა? არაფერი. არავის უნახია მათი ნაკონსულარი საქმე.
ატეხეს ხმაური, გვიშველეთ, მთავრობა გვავიწროებს, წითელ ნომრებს უბრალოთი გვინაცვლებსო. არა და, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს, სწორედაც რომ საერთაშორისო წესების ფარგლებში მათი საქმიანობის მოქცევაა.
By: Roman Gotsiridze