კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცვლილებები იგეგმება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისთვის სასჯელის შერბილებას ითვალისწინებს. ამის შესახებ BBC-ს რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს სახელწმიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იგი სასჯელის შემსუბუქების მომხრეა. მისი თქმით, „იმის გამო, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც საზღვრის ამ მონაკვეთს კვეთენ, არ იციან, რომ ხვდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კანონი მათ მომართ უფრო ლიბერალური და ლოიალური უნდა იყოს“. მისი თქმით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად უნდა დაწესდეს ჯარიმა, რომელიც „საკმაოდ საგრძნობი უნდა იყოს, რომ მათ ქართულ კანონმდებლობას ანგარიში გაუწიონ“.
ზაქარეიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ცვლილება კანონში (რომელიც 2013 წელს მხოლოდ პირველი მოსმენით მიღეს), საბოლოდ უკვე შემოდგომაზე დამტკიცდება.
„მით უმეტეს, რომ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ევროკავშირის წინაშე, ასოცირების შესახებ შეთანხმების რეალიზაციის პროცესში. იქ დღის წესრიგში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სწორედ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
By: tabula.ge
P.S. ჩიორა თაქთაქიშვილი: ზაქარეიშვილი ამბობს, ოკუპურებული ტერიტორიების კანონის დარღვევისთვის სასჯელი უნდა შევარბილოთ. თურმე, ზოგიერთმა არ იცის, რომ ეს ტერიტორია საქართველოსია და ოკულირებულია და მათ ამის გამო შეღავათი უნდა გავუწიოთ! უკაცრავად, არ ვიცოდი, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია, რომ ნახევარ მილიონამდე ქართველი გამოასახლეს, რომ ყირიმის ანექსია მოხდა, რომ ჰიტლერმა ებრაელებს ჰოლოკოსტი მოუწყო, რომ სტალინმა მილიონობით ადამიანი დახვრიტა.