უგემრიელესი ნამცხვარი "სნიკერსი"

უგემრიელესი ნამცხვარი "სნიკერსი"

24.08.2014

სნიკერსი

·         3.5 ჩ.ჭ  პურის ფქვილი

·         2 ჭიქა  შაქარი

·         5ც  კვერცხი

·         3ს.კ თაფლი

·         200 გრ მარგარინი

·         200 გრ  არაჟანი

·         1 ჩ.კ  სოდა

·         1 ს.კ  ძმარი

·         1.5 ჭიქა მიწის თხილი

 

მომზადება:

კარაქი გავადნოთ, გავაცივოთ. კვერცხი  შაქართან ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ მარგარინი, არაჟანი, სოდა ძმრით , თაფლი, ფქვილი და კარგად ავურიოთ ( მასა  სქელი არაჟნის კონსინსტენციის უნდა იყოს). მომზადებული მასა გავყოთ სამ ნაწილად. ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ კარაქწასმულ  ფორმაში და გამოვაცხოთ . პირველ ფირფიტას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული მიწის თხილი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა, წავუსვათ კრემი, შემდეგ – მიწის თხილი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა და  კრემი მთლიანად  წავუსვათ, ირგვლივ კი მოვაყაროთ მიწის თხილი.

კრემი:

200გრ კარაქი  და2 ქილა  შედედებული რძე ავთქვიფოთ ერთანი მასის მიღებამდე.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge