უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თბილისშიც აღნიშნეს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თბილისშიც აღნიშნეს

24.08.2014

უკრაინის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი თბილისშიც აღინიშნა. დღევანდელი დღე საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა და უკრაინის საელჩოს თანამშრომლებმა ერთად აღნიშნეს.

უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ და ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა საელჩოს წარმომადგენლებმა ტარას შევჩენკოს ძეგლი გვირგვინით შეამკეს. 

1991 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე უკრაინის მოქალაქეების 90%-მა მხარი უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირა. 

დღევანდელი დღე მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში აღინიშნება, სადაც უკრაინელები ცხოვრობენ.

By: Iარხი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge