ერთი დღე მალმოს უნივერსიტეტში

ერთი დღე მალმოს უნივერსიტეტში

12.09.2014

ნანა ჯანაშია

11 სექტემბერს, მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტის  კავკასიური კვლევების ცენტრმა, რომელიც თითქმის 10 წლისაა და  პროფესორი, კავკასიოლოგი კარინა ვამლინგი ხელმძღვანელობს იმ სტუდენტებთან მოაწყო შეხვედრა, რომლებიც კავკასიის რეგიონიდან არიან და ერასმუს მუნდუსის პროგრამით სწავლობენ მალმოს უნივერსიტეტში, აგრეთვე იმათთან, რომლებიც კავკასიური სწავლების კურსს ამ უნივერსიტეტში გადიან.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების თემატიკა კავკასიის ქვეყნების კულტურული ცხოვრება იყო.

მალმოს უნივერსიტეტის კათედრის გამგემ ტერეზა ტომაევიჩმა სტუდენტებტან მისალმების შემდეგ დიდი სიყვარულით ისაუბრა საქართჳელოზე და ის დრო გაიხსენა, როდესაც თსუ–ში ქართველ სტუდენტებს შვედურ ენას ასწავლიდა.

მალმოს უნივერსიტეტის დოქტორანტებმა და  სტუდენტებმა საინტერესოდ წარმოადგინეს კავკასიის სამი ქვეყანა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. დოქტორანტმა მაკა თეთრაძემ  ლითონში ჭედვის დიდოსტატი , ოქრომჭედელი, მანაბა მაგომედოვა გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

თინათინ ხაჭვანის პრეზენტაციამ სვანეთზე, კერძ;დ კი უშგულზე ანუ უშიშარ გულზე, დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

ანა ფაცაციას პრეზენტაციის თემა გურამ თიკანაძის ფოტოჟურნალისტკა გახლდათ, რომელმაც შვედი სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

ლიკა კლიმიაშვილი დამსწრე საზოგადოებას ნიკო ფიროსმანზე ესაუბრა.  ქართველი  პრიმიტივისტი მხატვარი ზოგისთვის აღმოჩენა იყო.

დარბაზში მყოფთა მხურვალე ტაში ხვდა წილად რუზანა ბალდნუიანის მიერ წარმოდგენილ სომხეთს.

გარათელ გულუზადემ აზარბაიჯანის დროშა გაშალა, შემდეგ კი ამ ქვეყნის ულამაზეს ადგილებში გვამოგზაურა.

ხათიჯა სანუევამ ცენტრის ხელმძღვანელობას სამახსოვრო წიგნი გადასცა.

ქართველმა დოქტორანტებმა და სტუდენტებმა თამუნა ლომაძემ, ლიკა კვარაცხელიამ, ლერი ხუფენიამ, ნატა გარაყანიძემ, მონიკა გოგოხიამ, ნათია გამყრელიძემ და სხვებმა ასევე ისუბრეს საქართველოზე და შვედ თანატოლებს ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი აღუძრეს.

მალმოს უნივერსიტეტის ლექტორმა ლარს ფუნკ ჰანსენმა ჩერქეზულ სოფელზე გააკეთა პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ დოქტორი რევაზ ჭანტურია, პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე, ლექტორები ქეთრინ გოტფრედსენი და ლარს ფუნკ ჰანსენი.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა ალა ფურშეტი. უცხოელმა სტუდენტებმა და პროფესორ - მასწავლებლებმა ქართველებთან ერთად ფელამუში და ქართული ნამცხვრები  დააგემოვნეს.

აი, ასეთი გახლდათ კავკასიელებისადმი მიძღვნილი ერთი დღე მალმოს უნივერსიტეტში.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge