თბილისის მერის დავით ნარმანიას დედას შვილის კარგად აღზრდისთვის საჩუქრად ეიფელის კოშკის მონუმენტი გადასცეს. ნორა ნარმანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლის დირექტორმა დალილა ჩიქავამ ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაასაჩუქრა. ნორა ნარმანია ამავეს სკოლის პედაგოგია, კოკის სკოლაში სწავლობდა ასევე თბილისის მოქმედი მერიც. დალილა ჩიქავას განცხადებით ეიფელის კოშკი სიმაღლეების დაპყრობასთან კავშირშია, რისთვისაც ამ საჩუქარის გაკეთება გადაწყვიტა.
By livepress