რომან გოცირიძე: აივსო ქალაქი ერთმანეთზე უპრესტიჟულესი ნომრებით. ვერ უძლებს ხალხი ცდუნებას. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, არაფერია ისე გადამდები, როგორც მაგალითიო. ჰო და აგერ მეც გადამედო. ავიღე საქართველოში ყველაზე გამორჩეული ნომერი.
მიხვდით, ხომ? ჩემი სახელი იკითხება (RO money)!
რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე ორიგინალურ ნომერს, იგი ასე გამოიყურება: EM და შემდეგ პატარა კაუჭი. ამ კაუჭზე ჩამოკიდებულია ნამდვილი ზარი, აი ისეთი, სამეგრელოში თხებს რომ გამოაბამენ ყელზე ადვილად მისაგნებად.
რა გამოვიდა? ემზარი!
მიზარუნებს ემზარი და შენატრის მთელი ქალაქი.
ეჰ, რად არ მქვია EMzari?
P.S. ამით დამთავრდა ჩემი იუმორისტული კვირეული. როდის დავუბრუნდები, არ ვიცი. მომცემს კი ამის საშუალებას ჩვენი ბედკრული ეკონომიკა?