ანის აქტიურობა არ მოეწონათ...

ანის აქტიურობა არ მოეწონათ...

17.09.2014

ანი ნადარეიშვილი: თბილისში, იქ სადაც მამაჩემი თამაზ ნადარეიშვილი ცხოვრობდა (დელისის III ქუჩა), რამოდენიმე წლის წინ, აფხაზეთის მთავრობის მოთხოვნით, მამაჩემის დაბადებიდან 55 წლის იუბილეზე, ქუჩას დაერქვა თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩა. ახლა კი, როგორც საჯარო რეესტრიდან გვაცნობეს, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩას დღევანდელმა საკრებულომ 4 სექტემბერს გადაარქვა სახელი და დაარქვა კამანის ქუჩა.

P.S. კამანი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშისოხუმის მუნიციპალიტეტში (შრომის თემი), მდინარე გუმისთის ხეობაში. ზღვის დონიდან 160 მ, სოხუმიდან 14 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულიარუსეთის ფედერაციის მიერ

კამანში ადრეული პერიოდიდან არსებობდა ქრისტიანული ეკლესია, რომელიც XX საუკუნის 80-იან წლებში აღადგინა აფხაზ ანუათა ოჯახმა. კამანის ეკლესიაში ასვენია წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი, აქ არის დაკრძალული წმინდა ვასილისკო და სწორედ აქ ესვენა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი. სწორედ ამ მიდამოებში მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები. კამანის წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) ამ ომის დროს მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა ტაძრის ტერიტორიაზე. ომს შეეწირნენ მამა სერგი, დედა მარია და სხვა არაერთი ღვთისმსახური. აფხაზეთის ომის განმავლობაში ქართველი მღვდლები და მონაზვნები ხშირად მიდიოდნენ ბრძოლის წინა ხაზზე, ნათლავდნენ მოუნათლავებს და აზიარებდნენ ქრისტიანებს.

P.S. ფოტოზეა კამანის ეკლესია.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge