ოკუპანტი საქართველოში ახალ სადაზვერვო შტაბს ხსნის

ოკუპანტი საქართველოში ახალ სადაზვერვო შტაბს ხსნის

18.09.2014

ნიკა რურუა: დღეს გვახარეს რუსული ავიაკომპანიების მიერ ფრენების აღდგენა საქართველოდან რუსეთის და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, თან ისე, რომ ქართულ კომპანიებს ჯერ რუსეთში ფრენის უფლება არ მიუღიათ. ეს "მიღწევა" აბაშიძე -კარასინის ფორმატის პირმშოა.

ორიოდ სიტყვით, რაც შეეხება რუსულ ავიაკომპანიებს, ნებისმიერმა საქმეში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმაც კი იცის, რომ "აეროფლოტი" და სხვა რუსული სახელმწიფო (და არასახელმწიფო) კომპანიები ათწლეულების განმავლობაში ასრულებდნენ რუსული საგარეო დაზვერვისათვის და მათი არალეგალური აგენტებისთვის კომფორტული შირმის, ანუ საფასადო საფარის, ფუნქციას. ამ კომპანიების ოფისები ბევრ ევროპულ და ამერიკის კონტინენტის სახელმწიფოებში გამოიყენებოდა რუსეთი სადაზვერვო საქმიანობის მთავარ შტაბებად.

ჩვენს სახელმწიფოს, რომლიც 20%-ც ოკუპირებული აქვს სწორედ რუსეთს, მაინცადამაინც არ უნდა ახარებდეს ოკუპანტის მიერ ახალი სადაზვერვო შტაბების გახსნა საკუთარ ტერიტორიაზე და, მითუმეტეს, დედაქალაქში, სადაც მოწინააღმდეგე ქვეყნის დაზვერვის თანამშრომლები დაუსჯელად შეუდგებიან ძირგამომთხრელ საქმიანობას "კანონიერი" ბიზნესის საფარველქვეშ.

მოვუწოდებ ჩვენი ხელისუფლების კონტრდაზვერვისა და სხვა კომპეტენტური ორგანოების ხელმძღვანელობას, რომ ეს უდაოდ მნიშვნელოვანი და მოსალოდნელი განვითარება საკუთარი ყურადღების არეალში მოაქციოს. ეს დღეს მათი პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge