შევარდნაძისდროინდელი "სეკვესტრი" ბრუნდება

შევარდნაძისდროინდელი "სეკვესტრი" ბრუნდება

18.09.2014

რომან გოცირიძე: სიტყვა "სეკვესტრის" მნიშვნელობა ყველას დაგვავიწყდა, რადგან 10 წელია ასეთი რამ არ გვსმენია. არა და, მთელმა შევარდნაძისდროინდელმა ეპოქამ ამ სიტყვის თანხლებით ჩაიარა.
სეკვესტრი საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ნიშნავს, ანუ ფაქტობრივად, ბიუჯეტის ჩავარდნას. პირველი სეკვესტრი დიდი შესვენების შემდეგ, შარშან მოხდა,მაგრამ ოფიციალურად იგი არ გაფორმებულა. მთავრობამ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული 900 მილიონი ლარის ოდენობის ნაშთიდან 600 მილიონზე მეტი გამოიყენა დანაკლისის გადასაფარად.
აგერ უკვე პირველი ოფიციალური "მერცხალიც" ვიხილეთ. თბილისის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარით შემცირდა ხარჯები.
კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიც ამ ბედს არ გაიზიარებს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge