ლალი ფაცია: დღეს საღამოს წვიმის გამო ტაქსი გავაჩერე. მერე ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე, მძღოლი მგზავრს რომ გამოელაპარაკება და ამ ლაპარაკში ასეთი ნამდვილი ამბავიც მოსცხო:
''- ახლა ლესელიძეზე, ერთმა სვანმა ბერიკაცმა გამაჩერა და მკითხა,- 10 ლარად მუხიანში თუ წამიყვან (სვანური ინტონაციით)? არადა, სანამ ხელს დამიქნევდა, შვნიშნე, რომ მანამდე ჩემ წინ მდგომი ტაქსიდან გადმოვიდა.
ვკითხე: - ძია, ახლა ტაქსიში არ იჯექი-მეთქი?
- კი ვიჯექი, მაგრამ მძღოლმა მითხრა, - მე გზა არ ვიცი და თუ ამიხსნი, როგორ წავიდე მუხიანში, წაგვიყვანო, მისი ეს პასუხი არ მომეწონა. მუხიანში ჩემი კარნახით კი მივაყვანინებდი თავს, მაგრამ იქიდან როგორ დაბრუნდებოდა უკან? ამაზე რომ დავფიქრდი, შემეცოდა და მისი ტაქსიდან გადმოვედი''... :))))
აი, რა სარგებლობა მოაქვს წვიმიან ამინდში ტაქსიში ჩაჯდომას... :)