ერთმანეთს მტრობენ - სპილოსთან მეგობრობენ...ანუ "სპილო ჩემი მეგობარია" (ინდური ფილმი)

ერთმანეთს მტრობენ - სპილოსთან მეგობრობენ...ანუ "სპილო ჩემი მეგობარია" (ინდური ფილმი)

19.09.2014

თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო გრანდი თავს კარგად გრძნობს. რთული ოპერაციის და ხანგრძლივი ძილის შემდეგ, რომელიც ნარკოზით, იყო გამოწვეული სპილო გონს მოვიდა და წამოდგა. 

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გრანდს წამოდგომაში სამაშველო სამსახური დაეხმარა. მასთან რჩებიან ინგლისელი ვეტექიმები. 

ოპერაციის შემდეგ გრანდის გულისცემა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ გრანდს ეძინა, ამ მდგომარეობაში კი ძილი მისთვის ძალიან სახიფათო იყო.
როგორც ცნობილია ჩვენი სპილო დაახლოებით 6 ტონას იწონის, ინგლისელი ვეტექიმების განმარტებით მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ცხოველის სხეული მთელი სიმძიმით აწვება ფილტვებს. ამგვარი სიძლიერის დაწოლისგან იყო ფილტვების შეშუპების საშიშროება, რაც სუნთქვის შეჩერებას გამოიწვევდა.

სპილოს ურთულესი ოპერაცია 10:00 საათიდან მიმდინარეობდა. 

გრანდის, 18 სექტემბერს,  თითქმის მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.

ამბები.გე

P.S. ამ მასალის ( და აგრეთვე სხვათა) სათაური ეკუთვნის Palimfsesti.ge-ს. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge