უსვიფტო რუსეთი

უსვიფტო რუსეთი

20.09.2014

რომან გოცირიძე: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ერთი თვის თავზე, რუსეთისათვის სვიფტის გამორთვის საკითხმა ამ დღეებში უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჰპოვა ასახვა. ამის განხორციელების ალბათობა დღევანდელი გადასახედიდან მინიმალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დამოკლეს მახვილივით არის აღმართული რუსეთის თავზე, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებისას! ეს სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია. აიღებენ, მაგალითად რუსები მარიუპოლს? სვიფტიდან კი არა ინტერნეტიდანაც კი გათიშავენ ( ბოლო ფრაზა ნახევრადხუმრობით).

P.S.პროგრამული უზრუნველყოფისთვის ბანკები  უნივერსალური გიგანტის, ინდუსტრიის ლიდერის სვიფტის ტექნიკურ ბაზას იყენებენ, უცხოურ ვალუტაში გადახდის თანხების გადარიცხვის და მიღების მიზნებისთვის.

სვიფტის სისტემა ხასიათდება, როგორც ყველაზე უსაფრთხო, საიმედო, და სწრაფი სისტემა. სვიფტი  15 ქვეყნის ბანკმა 30 წლის წინ შექმნა, როდესაც წარმოიქმნა ტელექსის ავტომატიზაციის საკითხი.

რუსეთისთვის უკვე დაწესებული თუ სამომავლოდდასაწესებელი სანქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მისი საბანკო ანგარიშსწორების ელექტრონული სისტემიდან, ე. წ. SWIFT-იდან გათიშვა იქნება. ეს საკითხი ევროკავშირის წინაშე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დააყენა.

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge