საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე:
რა ხდება ამ თბილისის აეროპორტში ღამით...გავგიჟდი! კაცი იფიქრებს წუთი წუთზე ომი იწყება და ყველა ცდილობს სადღაც გაიქცეს! პარკინგში შესვლა და გამოსვლა ნამდვილი ჯოჯოხეთია. მხოლოდ ერთი სალარო და ასობით ავტომობილია, რომელიც ურიგოდ ცდილობს გაძრომას...შიგ აეროპორტში კი ადამიანები ქართული პურმარილივით სამ სართულად არიან ერთმანეთზე დაწყობილები:) ამას წინათ, მითხრეს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტია, უბრალოდ, ზაფხულობით, მგზავრების ასეთ ნაკადზე არ არის გათვლილიო! მე სამოქალაქო ავიაციაში ვერ ვერკვევი, არც აღმოსავლეთ ევროპის აეროპორტები შემისწავლია ასე ღრმად, მაგრამ, რაღაც ეჭვი მეპარება ასე იყოს... ბოლოს და ბოლოს, პარიზის დე გოლის აეროპორტიც კი ერთ-ერთ ყველაზე ცუდ აეროპორტად ითვლება ევროპაში სწორედ იმის გამო, რომ მოუხერხებელი და არაკომფორტულია მგზავრებისთვის... ყოველ შემთეხვევაში, ამ საქმის სპეციალისტები ასე ფიქრობენ...
სიმართლე გითხრათ, მე მგონი მგზავრების რაოდენობა არაფერ შუაშია, მათ როგორღაც აუვიდოდა თბილისის აეროპორტი... მაგრამ, მგზავრების გამცილებლების და დამხვედურებისთვის, ნამდვილად ცალკე, რაიმე სპორტული დარბაზის ტიპის უზარმაზარი შენობაა ასაშენებელი - თორემ ამდენ ბებიებს, ბაბუებს, გამოპრანჭულ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, ძმისშვილებსა და დის შვილიშვილებს, საბრალო, ქანცგაწყვეტილ მჩხავანა ბავშვებს ნამდვილად ვერანაირი აეროპორტი ვერ დაიტევს.... ან იქნებ, საინციატივო ჯგუფი შევქმნათ და კანონონპროექტი შევიტანოთ პარლამენტში, რომლის მიხედვითაც აეროპორტში თითო მგზავრზე თითო გამცილებელი იქნება მხოლოდ ნებადათული.