მზრუნველი, კეთილი და ლამაზი ასული

მზრუნველი, კეთილი და ლამაზი ასული

21.09.2014

ალექსანდრე კახა ლომაია: უამრავ სხვა საქმესთან ერთად - კლასიკური მუსიკის რადიო "მუზა", ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, სოციალურად დაუცველთა დახმარება, გაეროს ბავშვა ფოდნის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩობა და კიდევ ათობით სხვა საქმე, არის ერთი, რომლის შესახებაც ცოტა ვინმემ თუ იცის. წლების განმავლობაში, კვირაში ერთი სრული დღით, სანდრა ადიოდა ონკოცენტრში, ლისის ტბაზე, და იქ, როგორც რიგითი მედდა, უვლიდა ავადმყოფებს. გადახვევები, გადასხმები, წამლები და, რაც მთავარია, ამ უმძიმესი ავადმყოფების გამხნევება და მოფერება.

გვაპატიე, სანდრა. ის, ვინც შენ ბინა დაგიყადაღა, არ არის ნამდვილი საქართველო. ის ცახესია, ერთი პატარა და ბოღმიანი კაცი. იმ საქართველოს, რომელიც შენ შეიყვარე და მიიღე, როგორც სამშობლო, ნამდვილ საქართველოს, შენ უყვარხარ, როგორც თავისი მზრუნველი, კეთილი და ლამაზი ასული.

კახი კახიშვილი: სააკაშვილის ცხოვრების სტილი ღარიბი ადამიანის ცხოვრების სტილს ნამდვილად არ ჰგავს

ექსპერტ კახი კახიშვილის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ ,,ასავალ დასავალთან“ საუბრისას გააკეთა, სახელმწიფომ ექსპრეზიდენტის ქონება იმიტომ დააყადაღა, რომ მისი გასხვისება არ მომხდარიყო.
კახიშვილმა ეს მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
,,სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარის გაფლანგვაში. სახელმწიფოს ზიანი მიადგა და გამოძიებამ გადაწყვიტა, ქონება, რომლითაც ბრალდებულისათვის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს, წინასწარ დაყადაღდეს, რათა მისი გასხვისება არ მოხდეს“, - აცხადებს კახიშვილი.
როგორც ექსპერტი განმარტავს, დაყადაღებული ქონების გაყიდვაზე მას შემდეგ იმსჯელებენ, როცა სასამართლო სააკაშვილს დანაშაულს დაუმტკიცებს.
,,დაყადაღება იმას არ ნიშნავს, რომ ეს ქონება აუცილებლად გაიყიდება. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ბრალდებული სააკაშვილი დამნაშავე ნამდვილად არის და მან სახელმწიფოს მატერიალური ზიანი მიაყენა, მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ დაყადაღებული ქონების წარმომავლობაზე და მის გაყიდვაზე“,- ამბობს კახიშვილი. 
კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობის პერიოდში იმაზე მეტი ფული დაეგროვებინა, ვიდრე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს თავისი ბიზნესით.
,,სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს უყურებდა, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს. მისი ცხოვრების სტილი ნამდვილად არ ჰგავს ღარიბი ადამიანის ცხოვრების სტილს, როგორც მან ეს ,,რუსთავი2“-თან ინტერვიუში თქვა. ასევე, არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილს სახელმწიფო სამსახურში იმხელა და იმაზე მეტი ფული ჰქონდეს ნაშოვნი, ვიდრე ივანიშვილმა თავისი წარმატებული ბიზნესით დააგროვა“,- მიიჩნევს კახი კახიშვილი.

By: newspress

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge