ემა ვოთსონის ემოციური გამოსვლა გაეროში

ემა ვოთსონის ემოციური გამოსვლა გაეროში

22.09.2014

მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, ემა ვოთსონი, შაბათს, 21 სექტემბერს, კამპანია #heforshe-ს ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის თემის აქტუალიზაცისა და ქალთა დახმარებას, წარსდგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში.

ღონისძიების მთავარ მიზანს გენდერული უთანასწორობის დამარცხება წარმოადგენდა და მას ესწრებოდა შოუ ბიზნესის მრავალი წარმომადგენელი. ემა ვოთსონი, რომელიც ცნობილი ჰერმიონ გრეინჯერის როლის შესრულებით გახდა, ,,ჰარი პოტერის” ეკრანიზაციებში განსახიერებული როლისთვის, ემოციური სიტყვით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე და ორგანიზაციის გენერალური მდივნის დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

,, დღეს ჩვენ ვიწყებთ კამპანიას – ,,#HEFORSHE” და მე მოგმართავთ თქვენ, რადგან ჩვენ ვსაჭიროებთ თქვენს დახმარებას. ჩვენ უნდა ვცადოთ და მოვახერხოთ იმდენი მამაკაცისა და ბიჭის მობილიზება, რამდენიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ჩვენ ვიქცეთ ცვლილებების დამცველებად.

მე არ მსურს, რომ ჩვენ მხოლოდ ამაზე ვილაპარაკოთ,  მე მინდა რომ ჩვენ ცვლილებები შესაგრძნობი გავხადოთ.

გაეროს კეთილი ნების ელჩი ექვსი თვის წინ გავხდი და რაც უფრო მეტს ვსაუბრობდი ფემინიზმის შესახებ, მით უფრო მეტად ვაცნობიერებდი, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა მამაკაცთმოძულეობასთან ასოცირდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფემინიზმი წარმოადგენს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ქალებსა და მამაკაცებს ჰქონდეთ მსგავსი უფლებები და შესძლებლობები. ეს არის თეორია სქესთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის შესახებ.”

,,მე ბრიტანელი ვარ და ვთვლი, რომ სწორია როცა მეც იგივეს მიხდიან იგივე სამუშაოში, რასაც ჩემ კოლეგა მამაკაცებს.

სწორია, როცა მაქვს შესაძლებლობა მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ჩემი, საკუთარი სხეული განკარგვას.

სწორია, როცა ქალები ჩართულნი არიან იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩემს ცხოვრებაზე. მაგრამ სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ უფლებებით ყველა ქვეყანაში.  დღეს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია თქვას, რომ მან მიაღწია გენდერულ თანასწორობას. 

მე გამიმართლა, რადგან მომეცა საშუალება მქონოდა ყველა ეს უფლება. მე მივიღე ეს პრივილეგია, რადგან ჩემს მშობლებს არ ვყვარებივარ უფრო ნაკლებად, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ქალად დავიბადე. ჩემს სკოლას არ დაუწესებია ჩემთვის შეზღუდვები, მხოლოდ იმიტომ, რომ მე გოგო ვიყავი.   ადამიანებს, რომლებიც მე მეხმარებოდნენ, არ ჩაუთვლიათ, რომ მე ნაკლებ წარმატებას მივაღწევდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ბავშვი გამეჩინა. ამ გენდერული თანასწორობის ელჩებმა მოახდინეს გავლენა ჩემ პიროვნებაზე და დამეხმარნენ ჩამოვყალიბებულიყავი ისეთი, როგორიც ახლა ვარ.  

შეიძლება მათ არ იცოდნენ, მაგრამ ისინი ცვლიან მსოფლიოს. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი ადამიანი და თუ თქვენ კვლავაც გძულთ სიტყვა – ფემინიზმი, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ აქ სიტყვა არ არის მთავარი, მთავარია იდეა და  აზრი, რომელიც ამ სიტყვის მიღმა იმალება, რადგან დღეს ძალიან ცოტა ქალს თუ აქვს საშუალება ისარგებლოს ყველა იმ უფლებითა და შესძლებლობით, რომელიც მე მაქვს. ”

“1997 წელს, ჰილარი კლინტონმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვები ბეიჯინგში. მისი გამოსვლა ქალთა უფლებების დაცვას ეხებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ის ცვლილებები, რომლებზეც ის მაშინ საუბრობდა, დღესაც განუხორციელებელია.   

 გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მამაკაცები, აქ დამსწრე საზოგადოების მხოლოდ 30%-ს წარმოადგენდნენ. როგორ უნდა მოვახერხოთ მსოფლიოს შეცვლა, როცა მსფოლიო მოსახლეობის, მხოლოდ ნახევარი გვთავაზობს თავის დახმარებას, სურს ცვლილებები და მზადაა ჩვენთან დიალოგისთვის.

მამაკაცებო მე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და პირადად მოგიწვიოთ  ჩაერთოთ კამპანიაში, რადგან გენდერული უთანასწორობა თქვენი პრობლემაცაა… …მე მინახავს მამაკაცი, რომელიც იტანჯებოდა მენტალური პრობლემებით, მაგრამ არავის სთხოვდა დახმარებას, რათა არ გამოჩენილიყო სუსტი ან ნაკლებ მამაკაცური. მე მინახავს მამაკაცები, რომლებიც დასუსტებულები და დათრგუნულები იყვნენ იმ სტერეოტიპული იდეის ზეწოლით, რომელსაც მამაკაცთა წარმატება ატარებს. გენდერული უთანასწორობა არ წარმოადგენს რაიმე პრივილეგიას მამაკაცისთვის. ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ სტერეოტიპთა იმ ციხეზე, რომლებშიც მამაკაცები იმყოფებიან, გენდერული უთანასწორობის წყალობით, მაგრამ ფაქტია ისინი ამ მდგომარეობაში არიან. როცა კაცები ამ ციხიდან განთავისუფლდებიან, მდგომარეობა ქალებისთვისაც გაუმჯობესდება. როცა მამაკაცისთვის არ იქნება აუცილებელი, რომ იგი იყოს აგრესიული, ქალს არ მოუწევს იყოს ჩაგრული, თუ კაცისთვის არ იქნება სავალდებულო მოთხოვნა, რომ მან ყველაფერი აკონტროლოს, ქალი არ იქნება ის ვისაც აკონტროლებენ.”

თქვენ ალბათ ფიქრობთ – ვინ არის ეს გოგო ,,ჰარი პოტერიდან”? რა უნდა მას გაეროში?  ეს მნიშვნელოვანი კითხვებია. კითხვები, რომლებსაც მეც ვუსვამდი საკუთარი თავს.  პასუხია – მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეს პრობლემები ანაღვლებს და სურს მოახდინოს ცვლილებები. ერთხელ, ედმუნდ ბერკმა თქვა – ყველაფერი რაც ბოროტ ძალას სურს, იმისათვის, რომ გამარჯვებას მიღწიოს, არის ის, რომ კაცებმა და ქალებმა ერთად კარგი საქმის კეთება ვერ შეძლონ.

გულწრფელად, რომ ვთქვა მე ძალიან ვნერვიულობდი და მქონდა ეჭვები, როცა თქვენს წინაშე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. შემდეგ, საკუთარ თავს ვკითხე – თუ არ მე, მაშინ ვინ? თუ არა ახლა, მაშინ როდის?

თუ თქვენ მართლაც გჯერათ  თანასწორობის, მაშინ სწორედ თქვენ ხართ თანასწორობის ის ელჩები, რომლებზეც უკვე ვისაუბრე.  ამ კამპანიის სახელწოდება წარმოადგენს გამაერთიანებელ სიტყვას და ეს არის მოძრაობა, რომელიც იბრძვის გაერთიანებისთვის.  კამპანიას სახელად დაერქვა ,,HEFORSHE”.  მე მსურს, რომ თქვენ გადმოდგათ ნაბიჯი წინ, რათა იქნეთ დანახულნი და თქვენს თავს ჰკითხოთ – თუ არა მე, მაშინ ვინ? თუ  არა ახლა, მაშინ როდის?

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.”

By: wis.ge

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge