CV-ში მხოლოდ ყველაზე საინტერესო ინფორმაციას მოუყარეთ თავი

CV-ში მხოლოდ ყველაზე საინტერესო ინფორმაციას მოუყარეთ თავი

22.09.2014

ფსიქოლოგებმა წამყვანი ამერიკული კომპანიების კადრების განყოფილებების ხელმძღვანელებთან გასაუბრების შედეგად იმ შეცდომათა რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ CV-ის (კურიკულუმ ვიტას) შედგენის დროს. ჩამონათვალში მოხვდა:

1.ორთოგრაფილი შეცდომები - ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ, თუ გამსაუბრებელი თქვენს CV-ში ერთ შეცდომას მაინც აღმოაჩენს, თქვენი სამსახურში აყვანის შანსი 12%-ით იკლებს.

2. რთულად გასარკვევი საკონტაქტო ინფორმაცია - სწორად დაწერეთ სახელი და გვარი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც იგი რთულად წარმოითქმის. ელექტრონულ ფოსტაში ნუ გამოიყენებთ არასერიოზულ სახელებს. მასში აუცილებლად თქვენი სახელი და გვარი უნდა ფიგურირებდეს.

3. ზედმეტი ინფორმაცია - CV ერთ გვერდზე უნდა ეტეოდეს. არ არის საჭირო მთელი ცხოვრების დეტალური მიმოხილვა. თუ ძალიან დიდი სამუშაო გამოცდილება გაქვთ და ერთი გვერდი არ გყოფნით, არ ჩაწეროთ ისეთი სამსახურები, სადაც ერთ წელზე ნაკლები დაჰყავით. სამუშაო ადგილის გარდა, მიუთითეთ ის თანამდებობაც, რომელიც გეკავათ და დააკონკრეტეთ რა გევალებოდათ. ყურადღება მიაქციეთ პუნქტს „სხვადასხვა.“ თუ თქვენ ბლოგერი ბრძანდებით, მოყვარული ფოტოგრაფი ან სხვა რომელიმე გატაცების მქონე ადამიანი, ეს ინფორმაციაც აუცილებლად ჩაწერეთ, რადგან იგი გარდა იმისა, რომ კადრების განყოფილებას აუცილებლად დააინტერესებს, თქვენზე შთაბეჭდილების შექმნაშიც დაეხმარება.

4. ფერადი წარწერები და ფურცლები - CV იწერება შავით თეთრზე. დაივიწყეთ ფერადი ასოები, ჩუქურთმიანი ფურცლები ან სხვა სახის გაფორმებები. CV უნდა იყოს მარტივი და სადა.

5. გაუაზრებელი გზავნილები - არის შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ორგანიზაციაში სამ გასხვავებულ ვაკანსიაზე ერთი ადამიანის CV მიდის. ასეთ კანდიდატს სერიოზულად არ აღიქვამენ.

6. ხარისხიანი ფოტო - თუ CV-ს ფოტოს დაურთავთ, იგი აუცილებლად ხარისხიანი და პატარა ზომის უნდა იყოს. ბუნდოვანი ფოტო თქვენს მიმართ განწყობას გააფუჭებს. ფოტოზე კორექტულად ჩაცმული და დავარცხნილი უნდა იყოთ. CV-ზე პლაჟზე ან ბუჩქთან გადაღებული სურათის მიბმა მხოლოდ უმუშევრად დარჩენას გიქადით.

სპეციალისტები გვირჩევენ იმასაც, რომ ყველა ვაკანსიისათვის განსხვავებული სამოტივაციო წერილი შევადგინოთ, რადგან ერთი ტრაფარეტული ტექსტის მუდმივად გაგზავნა, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნის გარანტიაა.

ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ დამსაქმებელს თქვენთან პირადად გასაუბრების სურვილი გაუჩნდეს, შეეცადეთ CV-ში თავი მოუყაროთ ყველაზე საინტერესო ინფორმაციას, რადგან კადრების განყოფილებებში მის გადაკითხვას მხოლოდ 1 წუთს უთმობენ.

By: newpost



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge