ტორტი "სნიკერსი 2"

ტორტი "სნიკერსი 2"

22.09.2014

სნიკერსი
6კვერცხის გული ავთქვიფოთ 1,5ჭ შაქართან ერთად. 
დავამატოთ 250გრ დარბილებული მარგარინი, 1ს/კ მაიონეზი, 1ჩ/კ სოდა+ლიმნის წვენი(ან ძმარი), ვანილი, 3ჭიქა ფქვილი.
მოვზილოთ რბილი ცომი, გავყოთ სამ დაწილად და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათით. 

ბეზე

6კვერცხის ცილა, შაქარი 1ჭ , 6კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ღრუბლის კონსისტენციამდე, თან ვამატოთ 2ს/კ შაქარი . 
ავიღოთ ცომის 1ნაწილი, გავაბრტყელოთ ჟარონაზე, წავუსვათ ცილის 1/3, კოვზი მივცეთ ტალღოვანი ზედაპირი. გამოვაცხოთ 160გრადუსზე. 
გავიმეოროთ ზემოთ არნიშნული პროცესი. უნდა გამოვიდეს სამი ბისკვიტი. 

კრემი:

 200გრ კარაქი ავთქვიფოთ ერთ ქილა მოხარშულ შედედებულ რძესტან ერთად. კრემის ნაწილი წავუსვათ პირველ ბისკვიტს, 
 მოვაყაროთ 1ს/კ მოხალული და დაჭრილი ნიგოზი ან მიწის თხილი. 
იგივე გავიმეოროთ მეორე ბისკვიტის შემთხვევაში. მესამე ბისკვიტს კი მოვასხათ გლაზური.  მოვაყაროთ თხილი ან ნიგოზი. 
 ტორტი ერთი ღამით მაცივარში.დავტოვოთ.

By: მარიამი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge