რომან გოცირიძე: გადაწყდა, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპაში უეჭველად შეაღწევს საქართველოს გავლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ამ ფაქტს არ სჭირდება არც გაზვიადება და მით უმეტეს, არც აშკარა ტყუილის გავრცელება.
საქართველოში 2 მილიარდი დოლარი დაიხარჯებაო. არაა სწორი. გაზი უკვე მოქმედ მილსადენში გაივლის, რომელიც დღეისათვის მესამედითაც კი არ არის შევსებული. ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ორი საკომპრესორო სადგური აშენდება, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდება. ესაა და ეს.
უცნაური ისაა, რომ ეს მალევე გაირკვევა, ტყუილი კი მოსახლეობის მოკლევადიან
გახარებას ემსახურება.