სააკაშვილს არ ჰქონდა მუთაქა, რომ იქიდან გამოგვეღო ეს ფული...
თემურ ჯანაშიას განცხადებით ყადაღა დაედო მის იმ ქონებასაც, რომელიც სდსს-ში მის დანიშვნამდე იყო შეძენილი. რაც შეეხება დანარჩენ ქონებას, ჯანაშიას თქმით მას იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია, რომ არც ერთი მათგანი „მოპარული თანხით“ არ შეუძენია. „ეს შემიძლია ნებისმიერ სასამართლოს დავუმტკიცო“,-განაცხადა თემურ ჯანაშიამ „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში.
„ბრალდება თითიდან გამოწოვილი და ციდან ჩამოვარდნილია. მე როცა ვიყავი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი აბსოლიტურად კანონის სრული დაცვით ვახორციელებდი ამ ხარჯების გაღებას . ჩემამდე სდსს-ს უფროსიც იგივეს აკეთებდა და მე რომ წამოვედი სამსახურიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იყო დაახლობით 8 თვე ამ თანამდებობაზე და იგივეს ახორციელებდა იგივე სამსახური სხვა ხელმძღვანელის მუშაობის დროსაც“,-განაცხადა თემურ ჯანაშიამ „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში
მან ასევე ისაუბრა იმ ხარჯებზე, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სპეცილაური სამსახური ეწეოდა.
„ამ ხნის განმავლობაში შეცვლილი იყო ოთხი ფინანსთა მინისტრი. ოთხივე იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი. ისინი იგივე კანონის დაცვით მოქმედებდნენ... მოგეხსენებათ , რომ სააკაშვილს არ ჰქონდა მუთაქა, რომ იქიდან გამოგვეღო ეს ფული და ეს იყო ბიუჯეტის ფული და იგივე კანონის დაცვით ხორციელდებოდა ყველაფერი. ყველა ფინანსთა მინისტრი, მათ შორის დღევანდელიც, იგივეს აკეთებს და ეს ხდებოდა კანონის სრული დაცვით. მსგავსი სახის ხარჯს სახელმწიფო გასცემს დღესაც . ანუ 8 მილიონ ნახევარში მოხვედრილია დაწყებული იუშენკოს ბანაობის ფულიდან დამთავრებული პრეზიდენტის მანქანების ფულით რასაც ვიხდიდით ჩვენ საზღვარგარეთ მის გადაადგილებაში. მესმის, რომ აშშ-ში და დიდ ქვეყნებში მანქანები პრეზიდენტებს თავიანთი თვითმფრინავით გადაჰყავთ როცა სტუმრად სხვა ქვეყანები მიდიან... ჩვენ ამის საშულება არ გვქონდა და მანქანებსადგილზე ვქირაობდით. მათშორისა სასტუმროსა და გადაადგილების ხარჯები, პრეზიდენტისთვის საჭირო მედიკამენტების, ნუ პიჯაკები დავაბრუნეთ როგორც იცით ...“,-განაცხადა თემურ ჯანაშიამ
შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია თემურ ჯანაშიას და მისი ყოფილი მეუღლის ასევე, არასრულწლოვანი შვილების სახელზე რეგისტრირებული ქონება. ყადაღა ადევს თემურ ჯანაშიას საპენსიო ანგარიშსაც.
By: pirveliradio