ხალხი უკვე საარჩევნოდაც აღარ გჭირდებათ?!

ხალხი უკვე საარჩევნოდაც აღარ გჭირდებათ?!

25.09.2014

იმის გამო, რომ გულით ავადმყოფ 55 წლის ყვარლელ კაცს აფთიაქში 30 თეთრიანი წამალი ურეცეპტოდ არ მისცეს - ტრაგედია დატრიალდა... ის  გარდაიცვალა! მესმის, რომ საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო 80 პროცენტი (ჟურნალისტური კვლევის შედეგია!)  უმუშევარია და მათი დრო და ჯანმრთელობა  ვიღაცას ჩირადაც არ  უღირს, სარფში საათიან რიგებში დასადგომად ემეტება, მაინც უმუშევრები არიან და იდგნენ რაო... მაგრამ, ერთ რამეს შეგახსენებთ - ამ 80 პროცენტის წარმომადგენლებს (ოფიციალური მონაცემებთან ბოდიშს ვიხდი, რადგან  საქართველოში უმუშევრობა თურმე დამარცხებულია!!!) დედები და შვილები ჰყავთ და ისინი ქვეყანას თუ არ, საკუთარი ოჯახის წევრებს ნამდვილად უყვართ და  სჭირდებათ!  ასე რომ, სასწრაფოდ შეცვალეთ რეცეპტოპოლიტიკა, იკმარეთ მსხვერპლადშეწირული  ყვარლელი კაცი! სასახლეებს და ზღაპრულ ცხოვრებას რომ პირდებოდით იმ ხალხს,  სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების ყიდვის უფლებას ართმევთ?! კარგად გაიხსენეთ, რომ სწორედ ამ დაავადებულმა და გასაცოდავებულმა ადამიანებმა მოგიყვანათ ხელისუფლებაში!!! რა იყო, უკვე აღარ გჭირდებათ?!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge