თუ კარგია ჩემთვის, რატომ ვაპროტესტებ?

თუ კარგია ჩემთვის, რატომ ვაპროტესტებ?

29.09.2014

რომან გოცირიძე

- ჩვენ ვემსგავსებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, სომხეთი იქნება, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი თუ სხვა, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებულია სახელმწიფოს როლის გაძლიერებაზე და სახელმწიფო ხდება მამა და მარჩენალი. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ აკეთოს ცოტა საქმე და დანარჩენი გადააბაროს კერძო ბიზნესს, სახელმწიფო თავად ხნავს, თესავს, თოხებს და ბარებს არიგებს...

- დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ არ მინდა, რომ ამანათის და გზავნილობების რაღაც ჩამონათვალი მხოლოდ ქართულმა სახელმწიფო ფოსტამ მომიტანოს სახლში. ახლა ორმოცზე მეტი ოპერირებს და ვინც მინდა, იმას ავირჩევ. არაო! მხოლოდ ადგილობრივმაო! ეს კარგია თქვენთვისო. თუ კარგია ჩემთვის, რატომ ვაპროტესტებ? იქნებ ჩინოვნიკებზე ზრუნავენ? იქნებ ფოსტის კონტროლი უნდათ? იქნებ ნათესავ-მეგობრებს უქმნიან ჩემს ხარჯზე თბილ სამუშაო ადგილებს? თუ ასე კარგად შეუძლია მუშაობა ადგილობრივ ფოსტას, გაუწიოს კონკურენცია უცხოურს ხარისხით და სისწრაფით და წავალ მათკენ. არა, კონკურენცია არ უნდათ. ვის ემსახურება ასეთი რეგულირება? პასუხი თქვენთვის მომინდვია...

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge