ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღეს. დოკუმენტში მოხვდა პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღებაზე საკითხი. ანგარიშში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა.
დოკუმენტის მიხედვით, ევროსაჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს. ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს შორის დაპირისპირებაზეა საუბარი.
By: tabula.ge