საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევის მომხრეები მოსკოვში "თბილისობას" ზეიმობენ

საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევის მომხრეები მოსკოვში "თბილისობას" ზეიმობენ

04.10.2014

დღეს, მოსკოვში  „თბილისობას“ აღნიშნავენ. ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავებიც მიუწვევიათ და კონცერტს მართავენ.

ამერიკაში მოღვაწე წარმოშობით ქართველი, მაგრამ რუსეთში აღზრდილი ჟურნალისტის მელორ სტურუას წიგნის – " ლექსები სიცოცხლის ბოლოს" პრეზენტაციაც მოეწყობა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება  საქართველოს ყველა კუთხე. ღონისძიების ორგანიზატორია მოსკოვში "ქართველთა კავშირის" თავმჯდომარე და საქართველოს რუსეთის გუბერნიად  ქცევის მომხრე  მიხეილ ხუბუტია. მას თანადგომა გამოუცხადეს მოსკოვის მერიამ და საქართველოს ხელისუფლებამ, რისთვისაც მადლობას უხდის.

ხალხი კი ამ ღონისძიებას ასე აფასებს:

მამუკა მალაზონია: ცეკვა არ დაგავიწყდეთ...

თინა კობახიძე: ზოგად დახასიათებაში ქართველი მოიხსენიება როგორც ამაყი და თავმოყვარე ერი. დღესდღეობით ქართველისნაირ უღირსებო და უთავმოყვარეო ერს მე ვერსად ვხედავ!თამარ კალანდაზე: ცეკვა მუხლებზე ხოხვით არ დაგავიწყდეთ.!

ნონა კინწურაშვილი: კრემლის წინ მომღერალ-მოცეკვავე  მასხარებადაც იქეცით უკვე?!

მარინა შელია:  სულით მათხოვრები, გულისამრევები, მოღალატეები.

ფულზე გაყიდულები!

ნინო ლოლაძე:  გვარები არ ეწერა, ვინ არიან ეს >ვარსკვლავები<?

თამაზ ცანკაშვილი: ქალბატონო ნინო ლოლაძე, ეგენი ყველა უგვაროები არიან! მაგათ რომ გვარი ჰქონდეთ, წინაპრების სულების შერცხვებოდათ და მოღალატე-კოლაბორაციონისტობას არ იკადრებდნენ.

მარიამ გერსამია: სუპერ მოღალატეები!
ლალი ნიკოლაიშვილი: რა ცოდვაში დგებოდა თურმე ნაციონალი მოძრაობა ამათ რომ უკრძალავდა იქ ჩაბრძანებას. ძლივს არ გაეხსნათ ხელ–ფეხი?! აი თურმე რას ეძახიან თავისუფლად სუნთქვას.

თამარ ჯანელიძე: სირცხვილი!

გიული წერეთელი: „იქ ემღერაბა გულს“

ნინო ფოცხვერაშვილი: რა ქნან,იქ ჰყავთ ერთგული მსმენელი! სანამ ტერიტორიები მოგლეჯილი აქვს საქართველოს სხეულს ,მანამ თქვენი ტანცი-მანცი ნორმალური,პატრიოტი ადამიანებისაგან აღიქმება, როგორც ღალატი!დიახ ,მე ჩემს შვილებს მივუთიტებ თქვენზე,რომ ხართ ამ ქვეყნის გამყიდველები!ვინც არ უნდა იყოს,სულერთია!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge