ჩიორა თაქთაქიშვილი: რატომ არ ასვენებს გამჩენი ამ ქართულ ესტრადას და სპორტს?? რა დარჩენიათ ოკუპანტ ქვეყანაში, რომ ერთი დაძახებაა საკმარისი და მაშინვე იქ ჩნდებიან! რა ქვია იმ ქართველს, რომელიც მოღალატეების და მტრების მიერ მოწყობილ "თბილისობას" "გააპრავებს"? ნუთუ ვერ ხვდებით, ეს რას ემსახურება? ვერ ხვდებით, რომ თქვენც გამცირებენ?! მათი ტანკები და ჯარები, გიორგი ანწუხელიძის მკვლელი ჯარისკაცები აფხაზეთში და სამაჩაბლოში არ გვიშვებენ, იქიდან გამოყრილ, ნატანჯ ხალხს ახლობლების საფლავების მონახულების უფლებასაც არ აძლევენ და თქვენ ამის გამკეთებლებს ტაშ-ფანდურით ართობთ?! რომ მერე თქვან, აფხაზეთი ჩვენია, მაგრამ ჩვენ ქართველებიც გვიყვარსო?
თავისუფლება, მონობა, ასეთი სიტყვები რომ არსებობს, იცით საერთოდ??!!
1.თენგო გოგოტიშვილი: გაიგეთ? იერუშალაიმობას აღნიშნავენ ღაზაში! ანსამბლი "ბენგურიონი" უკვე გაემგზავრა სექტორში. არაბი მაყურებელი ოვაციით შეხვდა მოძმეთა გამოსვლას, საღამოს ბოლოს ერთობლივად შესრულდა "ჰავა ნაგილა"
2.თენგო გოგოტიშვილი: კითხვა მაქვს: თუ მოსკოვი ფეხზე დგას და თბილისობას ზეიმობს ჩვენი მუს-ელიტის აკომპანიმენტით, მოსკოვის დღის აღნიშვნა არ მოგვიწევს თბილისში? წელს, მადლობა ღმერთს, გადაიარა (სექტემბერშია ხოლმე), მაგრამ 2015 წელს გადახდა არ მოუწევს ვალს? Долг платежом красен, დოროგიე ვი მოი (როგორც ქეწი დალიდზე ან გურანდაჩკა გაბუნია იტყოდნენ)
P.S. palimfsesti.ge: 1921- 41 წლის ჩათვლით რუსეთმა საქართველოში 72 ათასი ადამიანი დახვრიტა. 72 ათასი კიარა ერთი ამერიკელი მოკლეს ერთგან, ახლახან და სულ მალე ომს მიიღებს ის უბედური ქვეყანა!!! ამ ჩვენებურებს კი, ღმერთმა თუ მარტო ცეკვის და სიმღერის ნიჭი მისცა, რატომ მისი სწორად გამოყენების გზაც არ ასწავლა?!