კონსერვირებისას ნუ გამოიყენებთ ასპირინს!

კონსერვირებისას ნუ გამოიყენებთ ასპირინს!

08.10.2014

დიასახლისების უმეტესობა პროდუქტების კონსერვირებისას იყენებს ასპირინს - აცეტილსალიცილის მჟავას. კონსერვირების ეს მეთოდი ჯანმრთელობისთვის მავნე აღმოჩნდა.
კონსერვირების ეს მეთოდი პოპულარული იმიტომ არის, რომ ასპირინის მოქმედებით ბაქტერიები იღუპება და კონსერვირებული პროდუქტი დიდ ხანს არ ფუჭდება. თუმცა ასპირინის მოქმედებით კონსერვირებულ პროდუქტში წარმოიქმნება ე.წ. ფენოლის ნაერთები, რომელიც კლავს მიკრობებს, მაგრამ მომწამვლელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნით, სალიცილის მჟავასა და მისი წარმოებულების საკვებ პროდუქტებში დამატება აკრძალულია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ასპირინი წამალია, რომელსაც გვერდითი მოვლენები გააჩნია.
გარდა ამისა, ასპირინის საკვებ დანამატად გამოყენება იწვევს ორგანიზმის მგრძნობელობის აწევას სალიცილის მჟავის შემცველი პრეპარატების მიმართ. იგი არ შეიძლება ალერგიული ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე, პროდუქტების კონსერვირება ასპირინის გარეშე უფრო სასურველია.

მომზადებულია mkurnali.ge -ს მიხედვით.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge