ავსტრიული კომპანია Riedel-ი მსოფლიოში ღვინის ჭიქების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი მწარმოებელია. კომპანიის სტრატეგია ყურძნის ცალკეული ჯიშებისთვის ჭიქების დამზადებას ემყარება. Riedel-ის ავსტრიაში, ბავარიასა და აშშ-ში განლაგებული ქარხნები წელიწადში 55 მლნ. ერთეულ პროდუქციას უშვებს. კომპანიაRIEDEL-ის მფლობელი გახლავთ რიდელების მეათე თაობის წარმომადგენელი, გრაფი გეორგ რიდელი. კომპანია Riedel ღვინის აქსესუარებისა და ბოკალების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია. მას 250 წლიანი ისტორია გააჩნია და ავსტრიული ოჯახის, გვარად რიდელების საკუთრება გახლავთ. ამ კომპანიის პროდუქცია პლანეტის ყველაზე საუკეთესო რესტორნებში N1 ბრენდად ითვლება. ცნობილია, რომ ღვინის ჭიქების გეომეტრიასა თუ ღვინის მოხმარების ფსიქოლოგიაზე წარმოებული მრავალწლიანი ექსპერიმენტების შედეგად, რიდელის კომპანიამ იდეალურ ბროლის ბოკალთა კოლექცია შეიმუშავა. რიდელს 16 ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ყურძნის ჯიშისა და რეგიონების ღვინოებისთვის შექმნილი აქვს სპეციალური ბროლის ბოკალი. გეორგ რიდელი ქართული საფერავითაც დაინტერესდა. ის 5-6 ივნისს თბილისში იმყოფებოდა. ჯერ მასტერ კლასი ჩაატარა, შემდეგ კი გაუძღვა საფერავის ექსკლუზიური ღვინის ჭიქის შერჩევის ეროვნულ სესიას. დღეს უკვე, საფერავისთვის ექსკლუზიური ბოკალი შექმნილია. ჭურჭელი მსოფლიოს 20-მდე წამყვანი ჯიშის ექსკლუზიური ბოკალის კოლექციაში მოხვდა.