რუბლს შავი დღე ელის... დოლარი კი მარადმწვანეა

რუბლს შავი დღე ელის... დოლარი კი მარადმწვანეა

09.10.2014

რომან გოცირიძე: თუ გადავხედავთ შარშანდელ და შარშანწინდელ დასავლურ ეკონომიკურ პრესას, დოლარის ერის დასასრულს წინასწარმეტყველებდნენ ( მარტო ჩვენთან კი არ არიან მარჩიელ-ექსპერტები). ახალი სარეზერვო ვალუტის შექმნასაც კი წინასწარმეტყველებდნენ ჩინურ-რუსულ- ლათინურ საფუძველზე ( ე.წ.ბრიკსის მკვდარი ორგანიზაცია ).
რუბლს შავი დღე ელის, იუანი ხელოვნურად მართულია, ევრომ ისევ დაყვინთა, ხოლო დოლარი მარადმწვანეა.
ასე იქნება მანამ, სანამ ევროპის ეკონომიკა იქნება ზედმეტად სოციალური და ზედმეტად დარეგულირებული, ხოლო ამერიკისა უფრო თავისუფალი და ე.ი. უფრო კონკურენტუნარიანი.
P.S. ზედმეტ რეგულირებაზე ვწერდი, რაც არ მომწონს ევროპაში და ცოტა ვერ მოვზომე და ამიტომ ჩავასწორე პოსტი.
დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. საქართველო პირველად შევიდა მსოფლიო ოცეულში. მოხდა ნახტომი 25 ადგილიდან მე-16-ემდე. ეს ეყრდნობა 2012 წლის მონაცემებს. მომავალში გველის უკუვარდნა, თუ დავაკვირდებით რამდენი რეგულაცია აღვადგინეთ ამ ორ წელიწადში. თუნდაც ვიზების საკითხი, რომელიც საერთოდ ვერ ჯდება ჯანსაღ ლოგიკაში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge