5 ცხოველი და ლამბალოელი ხანუმ-მარიტა

5 ცხოველი და ლამბალოელი ხანუმ-მარიტა

09.10.2014

30 წლის ხანუმ ჯეირანოვა  მთელი სოფლის დასანახად ქმრის ხუთმა ნათესავმა მამაკაცმა  სასტიკად სცემა, რის შემდეგაც ხანუმ ჯეირანოვამ თავი ჩამოიხრჩო.

30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზად სოფელ ლამბალოს მაცხოვრებლები წინა დღეს განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს.

საზარელი ისტორიის მიზეზი ეჭვიანობაა. სოფელში ამბობენ, რომ ხანუმ ჯეორანოვა ქმრის ნათესავებმა უცნობ მამაკაცთან ერთად დაინახეს და ღალატი დააბრალეს. ახალგაზრდა ქალი დაიჭირეს და მთელი სოფლის დასანახაად სცემეს. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ ქმრის ნათესავები ქალს ჯერ სოფლის ბირჟაზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი მაღაზიის უკან გაიყვანეს და იქ სცემეს.

ქმრის ნათესავები იმ დღეს სოფელში არავის შეუჩერებია. რამდენიმესაათიანი ცემისა და წამების შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა მამასთან სახლში მიიყვანეს. იმ დროს არც მამა და არც ქმარი სოფელში არ იმყოფებოდნენ.

სოფლის გამგებელი, მაჰმუდ ალიევი ამბობს, რომ ქალის ცემის ფაქტი სოფელში არავის გაკვირვებია. სოფლის მაცხოვრებლებს არ დაურეკავთ არც პოლკიციაში და არც სასწრაფო დახმარება გამოუძახებიათ.

მომხდარს პოლიცია იძიებს, საქმე თვითმკვლელობის მიყვანამდე მუხლით არის აღძრული.

By: rustavi2.com

დათო ჯიშკარიანის კომენტარი: ამათი კაცობის დედას შევეცი მეე და ამათი ჯიში მოვტყან!!!.ან იქ კაცები არ იყვნენ ტო?!  მარა, ამათ რა კაცობა აქვთ!!! .რას ჰქვია უცხო კაცთან დაინახეს და ღალატი დააბრალეს?! ეგ რა შუაშია ვაბშე, ტო?!.ყველანი უნდა დაბრიდო თითოეულად!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge