კახეთის "ცხინვალიზაციას" შთამომავლობა არ გვაპატიებს

კახეთის "ცხინვალიზაციას" შთამომავლობა არ გვაპატიებს

14.10.2014

ნიკა რურუა

კავკასიონი, როგორც ბუნებრივი ზღუდე და საზღვარი განგებამ და ბუნებამ მისცა საქართველოს. კომუნისტებმა საბჭოთა კავშირის დროს გახვრიტეს ერთხელ ეს ზღუდე "როკის გვირაბის" სახით და რაც ამან მოუტანა ჩვენს სამშობლოს, ყველამ კარგად ვიცით. 
სრულიად დაუშვებელია ახალი "როკის გვირაბის" ეფექტის მაგვარი გზის გაკეთება დღეს - ამჯერად კახეთში. ეს კახეთის "ცხინვალიზაციის" და ახალი "ლეკიანობის" წინაპირობა (რასაც პუტინის რუსეთი გვიგეგმავს) და ჩვენი უკიდურესი არაშორსმჭვრეტელობის მტკიცებულება იქნება, რასაც შთამომავლობა არ გვაპატიებს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge