ერთხელ და სამუდამოდ გაჩუქებული ქონება

ერთხელ და სამუდამოდ გაჩუქებული ქონება

14.10.2014

ქონების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. განხილვები კანონში ორი ახალი ფორმულირების შეტანისთვის მიმდინარეობს, ესენია ქონების უსასყიდლოდ გადაცემა და ქონების გაცვლა. კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია.

ეკონომისტის ლევან კალანდაძის აზრით, კანონი შესაძლოა გარკვეული რისკის მატარებელი იყოს. მისი თქმით, ქონების ჩუქება საქართველოს კანონმდებლობით ისედაც გათვალისწინებული იყო - კონკრეტულად კი, შესაძლებელი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ქონების ერთ ლარად გაყიდვა. კალანდაძის თქმით, ეს პრაქტიკულად იგივე ჩუქების მექანიზმს წარმოადგენს, თუმცა მასში სხვადასხვა ვალდებულების ჩადებაც არის შესაძლებელი. მაგალითად, თუკი სახელმწიფო მიწას ერთ ლარად ყიდდა ინვესტორზე, მას შეეძლო გარიგებაში გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები ჩაედო, რაც იურიდიულად მაინც ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის სახეს ინარჩუნებდა. თუკი მაგალითად კომპანია გარიგებით ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებდა, სახელმწიფოს ქონების უკან დაბრუნება შეეძლო. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კი სახელმწიფოს ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ექნება, რადგანაც ჩუქების მექანიზმი ამას არ ითვალისწინებს.

„ტაბულა“



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge