თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში ხანძარი გაჩნდა. იქ, დევნილები არიან შესახლებულები. მათი გამოსახლება არაერთხელ დააპირეს და შესაბამისად, დევნილებმაც გამოსახლების პროცესი არაერთხელ გააპროტესტეს. ბევრგან გამართეს აქციები. ერთხელ, ყოფილი პრემიერიც კი შეაწუხეს და ბიზნესცენტრთანაც ივიშვიშეს. არაფერი ეშველათ. მაინც გასახლებით ემუქრებოდნენ. ამიტომაა რომ ამ ხანძარს ეჭვის თვალით უყურებენ, ვიღაც შინაური მოისყიდეს და იმან მოგვიწყო ეს უბედურებაო, ამბობენ... ჩვენი ნებით არ წავედით აქედან და ხანძრის ძალით გაგვასახლესო...
იმედია, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.