ნაწყვეტი შოთა არველაძის ინტერვიუდან რუსულ გამოცემა “ფუტბოლთან”.
“ოსეთი საერთოდ უძველესი ქართული მიწაა. ეს ჩვენი ტკივილია. როდესაც იქ 200000 ქართველი აღარ დარჩა, გვითხრეს, რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ იქ არ უნდა ვიყოთ. ე.ი. ერთი ხელი წამართვი და მეუბნები: “მოდი, ვიმეგობროთ”. მე კი გპასუხობ: “შვილი დამიბრუნე და მოსალაპარაკებლად მერე დავსხდეთ”. რუსეთის “პირველმა არხმა” გამოაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ასეთი რამ შესაძლებელია?
– ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, ჰოლანდიაში მიხეილ სააკაშვილი თქვენთან სტუმრობდა. მას ფეხბურთი აინტერესებს?
– მიშა საქართველოს გულშემატკივარია. ის ფიგურულ სრიალზეც წავა თუ ელენე გედევანიშვილი გამოდის. იუსტიციის მინისტრი რომ იყო, ჩემთან მაშინ ჩამოვიდა. შემდეგ, პრეზიდენტი რომ გახდა, ერთმანეთს კიდევ შევხვდით. მის ოჯახს ახლოს ვიცნობ. სააკაშვილს ბევრი რამის გაკეთება უნდოდა და დროს არ ელოდებოდა. თუმცა, დრო ყველას ამარცხებს. მასთან შანსი არ გაქვს”.
ბადრი შუბლაძე :
“შვილი დამიბრუნე და მოსალაპარაკებლად მერე დავსხდეთ”
შოთა, მაგარი ფეხბურთელი რომ იყავი. ვიცოდი, კარგი ადამიანი რომ ხარ ვიცი, მაგრამ პოლიტიკუარად მკაფიოდ თუ აზროვნებდი არ ვიცოდი. წარმატებებს გისურვებ როგორც პირად ცხოვრებაში ისე სპორტულ ასპარეზზე.
By: tzona.org