15 და 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა 1924 წლის ეროვნული აჯანყების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციას თანათავჯდომარეობა გაუწიეს ამერიკელმა პროფესორმა სტივენ ჯონსმა (Mauntholyoke College) და ფრანგმა პროფესორმა შარლ ურევიჩმა (Inalco) (აღმოსავლური ენებისა და კულტურის ეროვნული ინსტიტუტი)) , რომელიც ასევე გახლავთ საფრანგეთში არსებული ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის პრეზიდენტი.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი ქრისტინე ფარავა ბულუზ, ასევე საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. მოხსენებები გააკეთეს პროფესორებმა: მალხაზ მაცაბერიძემ, დიმიტრი შველიძემ, ბონდო კუპატაძემ, ალექსანდრე დაუშვილმა, ვაჟა შუბითიძემ, ოთარ ჯანელიძემ, ლევან ჯიქიქმ, გოგი ცხოვრებაძემ, გიორგი ციციშვილმა, შოთა ვადაჭკორიამ, მიხეილ ბახტაძემ, ქეთევან ნადირაძემ, შარლ ურევიჩმა; დოქტორმა ოლივერ რეინერმა და დოქტორანტებმა: თამარ სვანიძემ, მიხეილ ქართველიშვილმა, გიორგი კლდიაშვილმა. მოხსენებების თემა იყო: ქართული საზოგადოება 1924 წელს, საქართველოს მოსახლეობის სოციალური ფენები და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი 1924 წლის აჯანყებამდე, პოლიტიკური სპექტრი საქართველოში აჯანყებამდე, 1924 წლის აჯანყება და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, 1924 წლის აჯანყება და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, 1924 წლის აჯანყება დასავლეთსაქართველოში.