1.რომან გოცირიძე: ფეისბუკი ( ტვიტერი და ა. შ. ) ნელ- ნელა ხდება ხელისუფლების კონტროლის ერთ-ერთი სერიოზული ფორმა. განსაკუთრებით საქართველოში და მსგავს ნახევრადდემოკრატიულ ქვეყნებში. ყველაზე სწრაფი, უცენზურო, მრავალფეროვანი.
მრავალათასიანი "სამოქალაქო ჟურნალისტების" ყოველდღიური წნეხი ჩინოვნიკებზე და სახელისუფლო სტრუქტურებზე.
სოციალური ქსელის არსებობა ასუსტებს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზემოქმედების სურვილს, რადგან იქმნება ისეთი ალტერნატივები, რომლებსაც ძნელად (ან ვერც) გააკონტროლებ.
2.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ვაშინგტონში, აშშ-ში, კატონის ინსიტუტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ კომუნიზმიდან გარდასვლის 25 წელს ეძღვნებოდა.
3.ანი ნადარეიშვილი: თბილისის ფორუმზე დიდი დისკუსია მიდის საბერძნეთის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლომ დააკისრა 100 ათასი ევროს გადახდა, რაც არის მტკნარი სიცრუე!!! ხოლო ის 100 ათასი ევრო, რომელიც გირაოსთვის იყო შეტანილი, ათენის სასამართლომ დაუბრუნა შემომტანს უკან, ვინაიდან გირაოს პირობები დათა ახალაიას არ დაურღვევია და მთლიანი სასამართლო დავა დათა ახალაიას საქმეზე დამთავრდა! ასე რომ, ზღაპრის ბოლო კეთილია!
4.ალექსანდრე კახა ლომაია: რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბრის დასაწყისიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით რუბლის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 13 მილიარდი დოლარი დახარჯა. მათ შორის, დღეს, ერთ დღეში - 2,3 მილიარდი დოლარი!
შედეგი: რუბლის ვარდნა გრძელდება.
5. ჩიორა თაქთაქიშვილი: იმ 23 მილიონის დეტალური ხარჯები, რაც ყოველგვარი სამართლებრივი და კონსტიტუციური საფუძვლის გარეშე მოხმარდა თბილისში პარლამენტის ყოფილ შენობას.
ეს არის არამიზნობრივი ხარჯი.
ცალკე გამოსაკვლევია, ამ თანხის უდიდესი ნაწილი რატომ დაიხარჯა ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით. ვინ არიან ეს კომპანიები და მათი დამფუძნებლები?
ჟურნალისტების და არასამთავრობოებისთვის ბევრი სამუშაოა. აბა, პროკურატურა რომ არ დაიწყებს ახლა ამის გამოიებას, ეს ხომ ისედაც ცხადია.
6. შსს-მ ჯგუფის მიერ ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები დააკავა. დაკავებულია ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდ-ის თანამშორმელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე, 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით).
P.S. „ნაციონალური მოძრაობის" კავშირი რა შუაშია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან?“,-ასე უპასუხა გიორხელიძის გატაცების საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რომელიც გამოძიების პროცესში გამოკვეთილ დეტალებს უკავშირდებოდა. კითხვა- საქმესთან „ნაციონალების“ შესაძლო კავშირთან დაკავშირებით აქტუალური მასშემდეგ გახდა, რაც გიორხელიძის გათავისუფლების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ჰგავს. როგორც პროკურორმა აღნიშნულთან მიმართებაში განაცხადა, "ნაციონალებთან" ამ საქმის კავშირზე მას ინფორმაცია არ გააჩნია. "მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ. ვიცი ის, რომ ხალხმა ჩაიდინა დანაშაული და ბრალდებულებს წარედგინათ შესაბამისი მუხლებით ბრალდება. ის, რომ ამ საქმის უკან დგას რაიმე პოლიტიკური დავა, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. "ნაციონალური მოძრაობის" კავშირი რა შუაშია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან", - განაცხადა თენგიზ ხარებავამ და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან პროკურორის მოვალეობაა, შეაფასოს კრიმინალური ფაქტი და მომხდარი დანაშაული.
pirveliradio
7. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი მძღოლისთვის თანხის გადაუხდელობა იყო.
16 ოქტომბერს სპორტის სასახლის ტერიტორიაზე, ბერბუკის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზოსთან მოქალაქე გაძარცვეს. მას ხელჩანთა წაართვეს.
8. "არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით",- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ჩხვირკია:...კაცმა ტყვიით და ბომბით უნდა გამოგასახლოს მაგ შენი დედოფლისწყაროს რანჩოდან, დევნილად გაქციოს საკუთარ ქვეყანაში, ...ერთი ჩემოდანი ტანისამოსის ამარა უნდა დაგიტოვოს მთელი ოჯახი. უშუქობაში, უიმედობაში, სიცივესე და შიმშილში ჩარჩენილი გაუცხოების ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უნდა დაგყაროს საბჭოთა დროს ნაშენები ნახევრად მონგრეული შენობის ერთ ოთახში. უყველაფროდ დარჩენილს უნდა გაყურებინოს შენი მშიერი და თითებ მოყინული შვილებისთვის და თვითმკვლელობის პირას მისულს უნდა გკითხოს კაცმა: აბა ჩემო ირაკლი, რას ნიშნავს აფხაზთა (აფსუათა) თვითგამორკვევის 25 წლიანი ბრძოლა?
...22 წელია საკუთარი სახლიდან და მიწა-წყალიდან მაგ შენმა თვითგამოურკვეველმა აფხაზებმა და შენმა ერთმორწმუნე რუსებმა წამოსვლა მაიძულეს და შენ კიდე ...
9. ჯაბა ღლონტი: გუშინ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მისულ ნორჩ ბიძინელებს ნაციონალებმა და იქ შეკრებილმა პატრიოტებმა მასტერ კლასი ჩაუტარეს. მათ უზრდელ და ცინიკურ ქმედებებს ნაციონალებმა საქართველოს ჰიმნით და სიმღერით, მიშა მაგარია უპასუხეს. როგორ გითხრათ, რომ საქართველოს ჰიმნმა რაიმე რეაქცია გამოიწვია ამ ნორჩ პროვოკატორებში ნამდვილად არაა ასე, ისინი უფრო აგრესიულები და უზრდელები გახდნენ.
გამახსენდა 90-იანები, როდესაც ბატონმა ზვიადმა გვთხოვა წავიდეთ და საპირისპირო მხარეს, სადაც რუსულ ოპოზიციას ბარიკადები ქონდა მოწყობილი მაინც ჩვენებიაო და მივიდეთ და ყვავილები ვესროლოთო. წავედით და ყვავილები ვესროლეთ, იცით მერე რა მოხდა? იქიდან ქვები დაგვიშინეს იმ ჩვენებმა და 4 ნაკერიც მივიღე იმ დღეს. ეს იმიტომ მოვყევი ასეთ პროვოკატორებზე,რომ ქართული არაფერი მოქმედებს. აი მათ, მომავალში ჩაურთეთ საბჭოთა კავშირის ჰიმნი და სიმღერა “მოი ადრეს ნი დომ ნი ულიცა მოი ადრეს სავეტსკი საიუზ”, აი ნახეთ მათი რეაქცია სიხარულისგან რას იზამენ. რაც შეეხება საქართველოს ჰიმნს და მიშა მაგარიას ეს ჩვენთვის ჩვენი აქციებისთვის შევინახოთ და იქ ვიმღეროთ ყველამ ერთად, როცა ამ მანქურთების წაბრძანების დრო მოვა. უფალი ფარავდეს საქართველოს და ყველა პატრიოტს.
10.რომან გოცირიძე: მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება, ტრადიციულად ვარ გაზეთების მყიდველი.როგორც წესი, სათაურებში ვყრი ფულს. შეიძლება ერთი-ორი წერილიც წავიკითხო. ძირითადად, მეხმარება სულელებისა და ჭკვიანების გარჩევაში.
რა ზღაპრებსაც პოლიტიკაზე მწერალი "ექსპერტები" მოგვითხრობენ, იმათთან შედარებით ეკონომიკური ანალიტიკოსები ფრთიანი ანგელოზები არიან.
ყოველ დილით მინდება ამის თქმა და აგერ შუადღით აღმომხდა!
11. ზურაბ ჭიაბერაშვილი: ;"ქართულმა ოცნებამ" ჯერ ამინისტიით გამოუშვა და ახლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის მვალეობის შემსრულებლად დანიშნა არმაზ ხარძიანი დანიშნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაპატიმრებული იყო ლომბარდის 2-ჯერ დაყაჩაღებისთვის. ასევე დაკავებისას მან ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა.