ქალებსაც შეუძლიათ გაშორება

ქალებსაც შეუძლიათ გაშორება

18.10.2014

ნინია კაკაბაძე

უკანასკნელ პერიოდში ამდენი მოკლული ქალი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყანაში მამაკაცების ანაქრონისტულ, პატრიარქალურ, მაჩოისტური აზროვნების სტილს და ასევე იმ ტენდენციას, რომ ქალები გათავისუფლებას იწყებენ, საკუთარი უფლებების შესახებ იგებენ და მათთვის იბრძვიან. ეს ალბათ გამაწყვეტი ომი თუ ბრძოლაა, რომელიც ჩვენდა საუბედუროდ დიდი მსხვერპლით მიმდინარეობს. ახლა ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და გამარჯვებაა საჭირო, დიდი კამპანია და მოძრაობაა დასაწყები, იმისათვის რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ მამაკაცებმა: ქალებსაც შეუძლიათ გაშორება, მათაც აქვთ უფლება სხვა შეუყვარდეთ, ისინიც მიიღებენ მშობლებისგან მემკვიდრეობას, მათი დაბადებაც გაეხარდებათ, იქ იმუშავებენ სადაც მათ სურთ და ისარგებლებენ ყველა იმ უფლებით, რომელიც მამაკაცებს აქვთ. ამ მახინჯი, პატრიარქალური კულტურის დასანგრევად ქალებმა უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ, ბუნებრივია განვითარებულ პროგრესულ მამაკაცებთან ერთად.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge