ინგრედიენტები:
კვერცხი 2ც.
შაქარი 1ჭ.
კეფირი ან მაწონი 1ჭ.
1ჭიქა მომჟავო გემოს მქონე ნებისმიერი ჯემი
სოდა 2ჩ.კ
პ/ფქვილი 2ჭ.
კაკაოს ფხვნილი 1ს.კ.
კრემისთვის:
არაჟანი 2ჭ.
შაქრის პუდრა 1ჭ.
ვანილი.
მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:
კვერცხი და შაქარი და ავთქვიფოთ.დავამატოთ სოდიანი კეფირი ან მაწონი, შემდეგ ჯემი, ბოლოს ფქვილი შევურიოთ მიქსერის გარეშე. უნდა გამოვიდეს ჰაეროვანი. მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, ქაღალდჩაფენილ20-25 სმ დიამეტრის ფორმაში.გამომცხვარი და გაციებული ფირფიტები გავყოთ თანაბრად კიდევ 2 ნაწილად.(ძაფის დახმარებით) მივიღებთ 4 ფირფიტას.
კარგად ავთქვიფოთ არაჟანი, დავამატოთ შაქრის პუდრა და ცოტა ვანილი.მიღებული კრემი თანაბრად გადავანაწილოთ ყველა ფენაზე,ბოლოს ირგვლივაც წავუსვათ.მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით, მოხალული კაკალით, თხილით, ან ხილით.