ოქტომბერი დილმა რუსეფის თვეა! პირველად ის 2010 წლის 31 ოქტომბერს აირჩიეს ბრაზილიის პრეზიდენტად. წელს კი იგივე განმეორდა და 26 ოქტომბერს ის უკვე მეორე ვადით პრეზიდენტი გახდა."ბიბისის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დილმა რუსეფმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 51% მიიღო. „ბიბისი“ ასევე გვატყობინებს, რომ რუსეფი განსაკუთრებით პოპულარულია ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაში, ძირითადად მისი მთავრობის მიერ შემოღებული სოციალური დახმარების სისტემისათვის.
რუსეფი ბულგარელი ემიგრანტის პეტრე რუსევის ოჯახში დაიბადა. მამამისი ბულგარეთის კომპარტიის აქტიური წევრი იყო. ემიგრაციაში წავიდა 1929 წელს. რამდენიმე წელი ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც თავის გვარს ამჟამინდელი ჟღერადობა მისცა. აგრეთვე ცხოვრობდა არგენტინაში. 1964 წლის სამხედრო გადატრიელების შემდეგ დილმა აქტიურად დაინტერესდა პოლიტიკით.
Forbes-მა დილმა რუსეფი 2010 წლის გავლენიანი ადამიანების სიის მე-16 ნომრად დაასახელა. ამ ნუსხაში მას საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (მე-17 ადგილი) და აშშ-ის მაშინდელინსახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი (მე-20 ადგილი) ჩამორჩებოდნენ. პირველად ბრაზილიამ იგი 31 ოქტომბერს ხმათა 56,05%-ით პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩია და 63 წლის დილმა რუსეფმა ოფიციალურად გადაიბარა ლათინური ამერიკის უმსხვილესი სახელმწიფოს მართვის სადავეები. 60-70-იან წლებში კი ის მემარცხენე იატაკქვეშა ორგანიზაციებში ირიცხებოდა. დიდი ბრძოლა გადახდა თავს მანამ, სანამ მთავრობის წევრი გახდებოდა და ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებდა.
რუსეფი ორჯერ იყო გათხოვილი. ჰყავს ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი.
P.S. ქალი ისეთი უნდა იყოს - როგორიც რუსეფია! კაცი კი, ასეთი (ნახეთ ვიდეო!) ნამდვილად არ უნდა იყოს!