აღიარება

აღიარება

29.10.2014

მსახიობი და ტელეწამყვანი, კოტე თოლორდავა სკანდალურ აღიარებას აკეთებს.

როგორც თოლორდავა აცხადებს, იგი ნარკომანია, თუმცა ამ სენს აქტიურად ებრძვის.

" მე ვარ კოტე თოლორდავა და მე ვარ ნარკომანი. რატომ ვამბობ, რომ ვარ ნარკომანი? ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ არ არსებობს ყოფილი ნარკომანი, რადგან იგი ყოველთვის დგას საშიშროების წინაშე, ისევ დაუცდეს ფეხი. ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა, თუმცა ჩვენ არ ვართ უგულოები, არც არაადამიანები. ვიცი საშინელი ადამიანები ვართ. ვიცი დიდი შეცდომა დავუშვი და ზიანი მივაყენე ოჯახს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, რადგან მისი სიყვარულით და გვერდში დგომით ვებრძვი ამ სენს," - განუცხადა მსახიობმა "ზაზანოვაში" შეკრებილ საზოგადოებას, რომლებიც კლუბში ღონისძიებაზე - "მწერლები შეწყვეტილი ბიო-გრაფიის წინააღმდეგ“ შეიკრიბნენ .

By: mediamall.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge