ანი წითლიძე
NATO-ს საჰაერო გამანადგურებლებმა ლატვიის საზღვართან მოახლოებული შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის არმიის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ლატვიის არმიის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში განთავზებულმა F-16 ტიპის თვითმფრინავებმა ორ რუსულ Su-24 სამხედრო თვითმფრინავს, მოგვიანებით კი დამატებით ხუთ გამანადგურებელს - ორ Su-24-ს, ორ MiG-31-სა და Su-27-ს გზა გადაუჭრეს.