თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლის ნათია ფანჯიკიძის აზრები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლის ნათია ფანჯიკიძის აზრები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით

30.10.2014

.რა მაგის პასუხია და კირვალიძეს რომ დაერივნენ შარშან და მერე დასაჭერი რომ არ აღმოჩნდა და ბოდიშიც რომ არ მოუხადეს, რა სეზონი და თვე იყო ხომ არ გახსოვთ ვინმეს? 
გამწვავების კოსმიურ პერიოდებს ვიკვლევ.

.თუკი რამე დაირღვა, უნდა დაისაჯოს დამრღვევი, მაგრამ ელემენტარულად სილკნეტის არჩევა ერთერთი საუკეთესო არჩევანია მომსახურების ამ სფეროში. ირაკლისგან განყენებულადაც ვერ შევიგრძნობ აქ დანაშაულს.

.აქ სხვა და უფრო მძიმე ბრძოლაა. თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან

 .8-ში ირაკლის პარტიის ყრილობაა, 2016 ახლოვდება და სრულიად ბუნებრივია, რომ ნებისმიერ პარტიას მეტი შედეგის მიღება უნდა პარლამენტში. ამიტომაც და სხვა ფაქტების გამოც, სულ არ მიკვირს ყველა მხრიდან ალყის შევიწროება. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დარტყმების სათავეშია დიდი პრობლემა ქვეყნისთვის. ეს ატმოსფერო, ხშირად გაშარჟებამდე მისული, ყველას პრობლემად იქცევა, როგორც ნებისმიერი არაჯანსაღი ატმოსფერო, მაგრამ კიდევ არაუშავს, თუ მხოლოდ პერსონალურ გრძნობებზეა დაფუძნებული, თუნდაც ეს გრძნობები მთლად საღი არ იყოს.

.ირაკლის პარტიიდან დღეს პარლამენტში არის ათი ადამიანი მხოლოდ - ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი... ყველას ვერ ჩამოვთვლი, მე არ ვთვლი, რომ ეს ხალხი ცუდი პარლამენტარები არიან. არც არავისთვის არ იქნება ცუდი, თუ ამ პარტიიდან მეტი ხალხი შევა, ეს პარტია გამოირჩევა ადამიანურობით, პროფესიონალიზმით და ცივილიზებულობით, ამ სიტყვის არა ექსცენტრიკული, არამედ რეალურად კულტურული გაგებით.

.ლამის ტრადიციად ჩამოყალიბდა,როცა ირაკლი  მნიშვნელოვან საქმეზეა წასული, მაშინ უნდა მიაყოლონ ზურგში დანა, მეორე ის, რომ შეიარაღება, რომელიც უნდა გვქონდეს მალე, შეუდარებლად ზრდის საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას და ეს არ უხარიათ რუსებს, სხვას წესით ყველას უნდა უხაროდეს.... კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ მე მაინც ადამიანურ პლანში განხორციელებული რეფორმები მახარებს ხოლმე ყველაზე მეტად, მაგალითად ის, რომ მთავარი, რაც შეცვალა ირაკლიმ ჯარში, არის იმიჯი, აურა - ჯარისკაცი აღარ უნდა მოიაზრებოდეს საწყალ, უპატრონო ბიჭად, რომელიც უპატრონობის გამო იძულებულია ჯარისკაცი გახდეს. აიწია ჯარის ღირსებამ, დაიბრუნეს გმირის და ალფა მამრების სახე, ჯარისკაცობა პატივია და სიამაყის საკითხი და ჯარის მიმართ ნდობა რეიტინგში ეკლესიის მიმართ ნდობის მერე სახელდება. ეს რეიტინგების ციფრები ღია ჭრილობებს უტოვებს მათ, ვისაც გუნდის ერთიანი იდეა რას ნიშნავს, წარმოდგენა არა აქვთ. ასე იოლად ოფიცრებისთვის ხელის წამოკვრა, გამიზნულია მათი ისევ უპატივცემულო რანგში ჩამოყვანისკენ. ასეა, როცა მაღალი იდეა, ღირებულება ვერ ჯობნის ვიღაცაში პირად არასრულფასოვნების კომპლექსს. ვერ ჯობნის მაშინაც, როცა წესით უნდა იცოდე, წარმატებაც შენ გეწერება და მარცხიც, როცა მთავარი ვიოლინო ხარ. რამდენად წინ იქნებოდა ქვეყანა, პიროვნული განვითარება რომ ყოველთვის ძალაუფლების ტოლი იყოს.

.მადლობელი ვარ მისი, ვინც ტელევიზიით სწორი კომენტარი გააკეთა, სახელებს არ ვასახელებ, რომ მათ მიმართ ნეგატივიზმი არ გავზარდო. თუმცა ჩემზე უკეთ რომ ესმით, რა ეკადრება კაცს და რა არა, ამიტომაც გამოხატეს აზრი სწორად, მაგრამ მე მაინც არ დავასხამ ნავთს და სახელებს არ დავწერ. ამავე დროს ესმით ისიც, რომ პიროვნულ ჭირვეულობებს თუ უკიდურესი მორჩილება და საკუთარი აზრის არქონა დახვდება გაფენილი წინ, ისეთივე გეომეტრიული პროგრესით შთანთქავს ირგვლივ ყველაფერს, როგორც ამის გამოცდილება უკევ ბევრჯერ გვქონდა და აქ მოგებული მალე არავინ აღარ დარჩება.

მე კი კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ბევრი სირთულე გავიარეთ ცხოვრებაში, თითო ადამიანის ღალატიც კი ღრმა ჭრილობას გიტოვებს, მაგრამ ერთი თუ გღალატობს, ასი გვერდზე გიდგება, როცა გრძნობს, რომ უსამართლობის მსხვერპლი ხარ. ასეთია ეს ქვეყანა, ამიტომ ვერ შლის საუკუნეები და ვერ წაშლის ვერასდროს.

 ირაკლის პრინციპი რომ არ აკლია  და ერთერთი უიშვიათესი რომაა მთავრობაში, ვისაც ბიოგრაფია აქვს და შემთხვევით ჰოპ და სკამზე არ აღმოჩენილა, გამოკვეთილი იდეა რომ აქვს ქვეყნის განვითარების, ამიტომ ყავს ამდენი მტერი ზუსტად.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge