მოსკოვის გამზირისთვის რომ გადაერქმიათ სახელი, არა?!

მოსკოვის გამზირისთვის რომ გადაერქმიათ სახელი, არა?!

03.11.2014

ნიკა რურუა

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩის სახელის გაუქმება და მისი გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩად გადარქმევა დღევანდელი საკრებულოს მიერ სიმპომატურია მთელი დღევანდელი ხელისუფლების შეფარული ტაქტიკისა, რომ მეთოდურად მოსპოს ყველაფერი მებრძოლი ეროვნული სულისკვეთების მატარებელი და ის ფარისევლურად ჩაანაცვლოს პოპულისტურად მომგებიანი, მაგრამ არაფრისმთქმელი სიმბოლოებით.

დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დროა, როგორც ამის მაგალითს ქაქუცა ჩოლოყაშვილი გვაძლევს, და არა სალოსობისა, რის გარდა საბჭოთა რუსეთმა და მათმა აქაურმა მსახურებმა არაფრის უფლება არ დაუტოვეს საბრალო ბერს - გაბრიელს, ვისაც უკიდურეს სიღატაკეში ამოხდა სული. იმავე უბანში, ანუ ნავთლუღში უამრავი ქუჩაა, რომლისათვისაც საკრებულოს შეეძლოთ ბერი გაბრიელის სახელი დაერქმია და არ შეხებოდა საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის პროსპექტს.

P.S მოსკოვის გამზირისთვის“ რომ გადაერქმიათ სახელი, არა?!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge