ირაკლი ალასანია
მე დღეს მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, პროკურატურის ნაბიჯებზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა და წაუყენეს ბრალი. მე მინდა ცალსახად ვთქვა, აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. როდესაც თავდაცვის მინისტრი წასული იყო, კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაშინ როდესაც დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსი იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, მაგრამ გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო ამ ადამიანების ციხეში ყოფნისა, ისინი არსად არ გარბოდნენ. ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსა და ევროკავშირთან, ხვალ მივმართავ ჩვენი მმართველი კოალიციიის პოლიტიკურ საბჭოს, რომ შევიკრიბოთ და განვიხილოთ, ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ეს არის შეტევა იმ სტრუქტურაზე რომელიც გამორჩეულია თავისი მიღწევებით, მე ძალიან კარგად ვიცი ვისი გორის ვარ, მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, მე გპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლითაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვიბრძოლეთ