ზებრა
100 გ კარაქი და 350 გ შაქრის ნაწილი ავთქვიფოთ. დავამატოთ 5 კვერცხი და დარჩენილი შაქარი. შემდეგ დავამატოთ 200 გ არაჟანი და ნახევრადსავსე ჩაის კოვზი სოდა. კარგად ავურიოთ. ბოლოს ვამატებთ 250 გ ფქვილს.
ცომი ორ ნაწილად გავყოთ. ერთ ნაწილს 2 ს.კ. კაკაო შევურიოთ.
ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. დავასხათ ფორმის ცენტრში 2-3 კოვზი თეთრი ცომი, შემდეგ ამდენივე შავი. ასე გავაგრძელოთ და გამოვაცხოთ.