ყაზახურმა კომპანიამ თბილისის გაზის დისტრიბუტორი კომპანია 12,5 მილიონ დოლარად 2006 წელს იყიდა, თუმცა დაპირებული 82 მილიონი დოლარის ინვესტიცია ვერ განახორციელა.
კომპანიას 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. აქედან 68 მილიონი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. 2010 წელს ძველმა ხელისუფლებამ ყაზახური მენეჯმენტი "ყაზტრანსგაზს" ჩამოაცილა, რამაც ყაზახეთის უკაყოფილება გამოიწვია.
დღეს, მათ „დაკარგული“ მენეჯმენტის დაბრუნების სურვილი დაუბრუნდათ და ამაში ახალი მთავრობის იმედი აქვთ. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ აზერბაიჯანული გაზი რუსულით ჩაანაცვლონ.
ფოტოზე: "ყაზმუნაი გაზის" დირექტორის მოადგილე დანიარ ბერლიბაევი