მინისტრის ადგილი მოადგილემ დაიკავა

მინისტრის ადგილი მოადგილემ დაიკავა

11.11.2014

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თამარ ბერუჩაშვილის თანხმობაზე, დაიკავოს მაია ფანჯიკიძის ადგილი, ყოფილი მინისტრი კომენტარს არ აკეთებს. „პირველ რადიოს“ ფანჯიკიძემ განუცხადა რომ მას არ სურს ამ თემაზე საუბარი. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე პრემიერმა თამარ ბერუჩაშვილი დანიშნა, რომელიც მაია ფანჯიკიძის მოადგილე იყო და რამდენიმე დღის წინ საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად დატოვა თანამდებობა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ბერუჩაშვილი სამინისტროში, პრემიერ მინისტრის თხოვნით დარჩა. რამდენიმე წუთის წინ კი ირაკლი ღარიბაშვილმა ის უკვე უწყების ხელმძღვანელად დაასახელა.

By: pirveliradio



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge