სალომე ზურაბიშვილი
თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნაზე არაფერს დავწერდი და კომენტარს არ გავაკეთებდი, როგორც არასოდეს გამიკეთებია მის წინამორბედზე რამეთუ ეს სცილდება კორეკტულობას და ყოფილ მინისტრმა თავისი კოლეგები არ უნდა განსაჯოს... მაგრამ დღევანდელ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავაკეთო კომენტარი არა პირადად ახალ მინისტრზე - რა ჩემი საქმეა?- არამედ იმ უაღრესად დამამძიმებელ მოვლენაზე რომელიც ეხება მისი დანიშვნის გარემოებებს: დანიშნულ იქნა ის ვინც დღეს მოგვევლინება როგორც “მოღალატე” და “ სიტყვის გამტეხი” ... ბერუჩაშვილი იმით არის ცნობილი დღეს, რომ გუშინ გვაფრთხილებდა კურსი შეიცვალაო და გადავდექიო და მეორე დღეს გადათქვა სიტყვა! მე ვერ ვიტყვი ამ ორი პოზიციიდან რომელი იყო სწორი - და ეს მისი გადასაწყვეტი იყო - მაგრამ ფაქტი რომ ამის გამკეთებელი ადამიანი არის შერჩეული ძალიან ბევრის მთქმელია:- ერთი ის რომ გრძელდება ჩვენ ქვეყანაში მაგალითების გაქრობა... ახალგაზრდამ ვერ უნდა უყუროს რომელიმე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ფიგურისკენ და იფიქროს ეს არის მაგალითი რომელსაც გავყვები. და ქვეყანა უმაგალითოდ არის სიკვდილის პირს მისული ქვეყანა! - მეორე ეხება მართველობის სტილს და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი - ბევრის შემდეგ (პლასტელინა, ბუღალტერი განათლების სამინისტროში, 28 წლის მარად შექებული "თალიბან მინისტრი", და ასე შემდეგ) გადაგმული მთავრობის მარიონეტის თეატრად გარდაქმნისა. მეთოდი უკვე ჩამოყალიბებულია: მხოლოდ მართვადი, მხოლოდ უხერხემლო, მხოლოდ ის ვინც წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და თავისი აზრი არ გააჩნია... ეს შერჩევის მეთოდი არა ახალია ძველია ... "ვისაც გააფუჭებ შენია”.... ეს იმ დროს როცა საქართველოს როგორც არასოდეს სჭირდება გამბედავი, შემოქმედი, მიზანმიმართული მთავრობა რათა უსერიოზულეს დღევანდელ გამოწვევებს გაუმკლავდეს !
გოგა ხაჩიძე
ამ ცვლილებაზე ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ უცხოელებს ვაბნევთ, ვითომ იგივე დავტოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრად. არაფერი კაცო, ცოტა ვარცხნილობა შეიცვალა და პიჯაკი ჩაიცვა სხვა, თორემ არაფერი შეგვიცვლია.
P.S. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამარ ბერუჩაშვილი გახლავთ რემა ღვამიჩავას მეუღლე. ბატონი რემა კი ქალბატონი სანდრა რულოვსის ბიზნესპარტნიორი ყოფილა სამედიცინო პროექტებში.